გუნდი

ნინო ზამბახიძე
ასოციაციის თავჯდომარე
ნინო ზამბახიძე
2012 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. აქვს ბიზნეს სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იკავებს მრჩევლის, სამეთვალყურეო/დირექტორთა და საბჭოს წევრის პოზიციებს არასამთავრობო, სამთავრობო თუ კერძო სექტორში.
აქვს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის და ლიტერატურის ბაკალავრის და გრენობლის ბიზნესის მენეჯმენტის სკოლის (საფრანგეთი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. მიღებული აქვს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ბიზნესის მენეჯმენტის და ადმინისტრირების დიპლომი. გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო პროგრამა. მათ შორის: სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა განვითარების აკადემიის პროგრამა ,,საჯარო პოლიტიკა კერძო სექტორის განვითარებაში“, შვედეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის პროგრამა „მდგრადი ბიზნესის განვითარება“, რამსფელდის ფონდისა და ცენტრალური აზიის კავკასიის ინსტიტუტის „აბრეშუმის გზის მეცნიერებების“ პროგრამა და ოქსფორდის უნივერსიტეტის საიდის ბიზნეს სკოლის „ტრანსფორმაციული ლიდერობის კონკურსის“ პროგრამა.
პირველი ქალი ლიდერი რეგიონში – ჰილარი კლინტონის პატრონაჟით მოქმედი ორგანიზაცია „მოახდინე ინვესტირება მომავალში“ საპატიო კოორდინატორი. დასახელებულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) წლის გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად, მიღებული აქვს წლის მეწარმის წოდება გრენობლის ეკონომიკური სკოლის მიერ. ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების – „მერკური 2011-ის“ წლის ქალი მეწარმის საპატიო ჯილდოს მფლობელი.

თამარ თორია
აღმასრულებელი დირექტორი
თამარ თორია
აღმასრულებელი დირექტორი 2015 წლიდან. პასუხისმგებელია როგორც ასოციაციის ორგანიზაციული მართვის, ასევე პროექტებისა და სერვისების დაგეგმვის და განხორციელების პროცესზე. წარმოადგენს ასოციაციას ქვეყნის მასშტაბით და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებსა და საბჭოებში, რომლებიც ფერმერთა ინტერესების გატარებას ემსახურება. არის სექტორული უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოს“ თავმჯდომარე და ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სააპელაციო საბჭოს წევრი.
აქვს მრავალწლიანი გამოცდილება პროექტების მართვის და დონორებთან მუშაობის მიმართულებით. მუშაობდა ეკონომიკური განვითარების და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებსა და პროექტებში, როგორიცაა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DfID), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო (MCG), და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები“ (NEO).
არის საჯარო მმართველობის მაგისტრი (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი/GIPA), მიღებული აქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში (თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის დასავლეთ ევროპისა და კულტურის ინსტიტუტი), გაიარა კორპორაციული სტრატეგიის და დაგეგმვის სამაგისტრო სადიპლომო პროგრამა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში და საჯარო ლიდერობის პროგრამა „ერთიანობა აპოლიტიკურ აკადემიაში“.
გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო კურსი, მათ შორის სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) ,,პოლიტიკის რეფორმის პროგრამა“ და USDA Cochrane პროგრამის „აგრობიზნესის მენეჯმენტი და მარკეტინგის“ კურსი (ფრესნო, კალიფორნია, აშშ).

რატი კოჭლამაზაშვილი
თავჯდომარის მოადგილე
რატი კოჭლამაზაშვილი
რატი ფერმერთა ასოციაციას შემოერთდა 2020 წელს და იკავებს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას. იგი პასუხისმგებელია რეგიონული ოფისების გამართულად მართვასა და ფერმერთა ინტერესების დაცვაზე. ასევე, აქტიურად არის ჩართული კვლევის თუ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დაგეგმვასა და მართვაში. რატი წარმოადგენს ასოციაციას ქვეყნის მასშტაბით და საერთაშორისო დონეზე, აქტიურად აჟღერებს ასოციაციის პოზიციას სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებზე და მედიასთან, რომლებიც ფერმერთა ინტერესების გატარებას ემსახურება. იგი ხელმძღვანელობს „ფერმერთა სათათბიროს“ პლატფორმას, სადაც 20-ზე მეტი სექტორული ასოციაცია არის გაერთიანებული და ქვეყანაში წარმოადგენს ფერმერთა ინტერესების დაცვის მთავარ მექანიზმს. რატი არის საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. იგი ოჯახის წევრებთან ერთად მართავს მცირე ზომის ფერმერულ მეურნეობას.
მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვის და შეფასების კუთხით. რატი კონსულტაციას უწევს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს როგორიცაა მსოფლიო ბანკი (WB), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გერმანიის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობა (GIZ) და სხვ.
2014-2020 წლებში რატი მუშაობდა ISET-ის კვლევით ინსტიტუტში აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის თავმჯდომარის მოადგილედ.
2012-2013 წლებში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც აგრარული ეკონომიკის კუთხით სწავლობდა და მუშაობდა. 2013 წელს მინესოტას უნივერსიტეტში ეკავა უმცროსი მეცნიერის პოზიცია.
რატის აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდა შვეიცარიის ფედერალურ ინსტიტუტში (ETH Zurich). იგი ასევე ფლობს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო კურსი ეკონომიკის, აგრარული ეკონომიკისა და პოლიტიკის, და ლიდერობისა და მენეჯმენტის კუთხით. მათ შორის Teaching Fellow-ის და MASHAV-ის პროფესიული კურსები ჩეხეთსა და ისრაელში. FORWARD აკადემიის და LEO ინსტიტუტის ლიდერობის კურსები საქართველოში.
2015-2020 წლებში რატი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ეკონომიკის პრინციპების კურსს უძღვებოდ
ჩვენი გუნდი
- HR დეპარტამენტი
- PR და კომუნიკაციების დეპარტამენტი
- პროფესიული განათლების და მომზადების VET დეპარტამენტი
- საფინანსო სამსახური
- აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტი
- ანალიტიკისა და კვლევის დეპარტამენტი
- ლოჯისტიკის და შესყიდვების დეპარტამენტი
- მონიტორინგის და შეფასების დეპარტამენტი
- პროექტების განვითარების დეპარტამენტი
- აგრონომიისა და სერტიფიცირების დეპარტამენტი
- საინფორმაციო ცენტრი
- სერვისების დეპარტამენტი
- რეგიონული ოფისები