Gfa

თბილისი

თბილისი, ლ. მიქელაძის ქ. N1

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ჩვენი ხედვა რათა ხელი შევუწყოთ ინკლუზიურ, თანასწორ და მდგრად მომავალს

 

2016 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) და ხელს შეუწყობს მათ წარმატებით განხორციელებას სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში.

ასოციაცია, როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი, მიზნად ისახავს გლობალური შეთანხმების პრინციპების ყოველდღიურ საქმიანობაში და ორგანიზაციულ კულტურაში ინტეგრირებას. რომელიც გამოიხატება, სხვადასხვა ინიციატივების საშუალებით სციო-ეკონომიკური განვითარების, მულტისექტორული თანამშრომლობის, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობაში. ასევე, ასოციაციის მიზანია, გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხების ადვოკატირება, განათლების ხელმისაწვდომობაზე გაზრდა, მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება და დასაქმებულებისთვის უკეთესი მომსახურებების შეთავაზება. ასევე, ასოციაცია ხელს უწყობს ფერმერების გაძლიერებას – მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფით.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია 2026–2028 წლებისთვის განსაზღვრავს, როგორ ვაერთიანებთ სოფლის მეურნეობის განვითარებას გარემოს დაცვასთან, სოციალურ სამართლიანობასთან და ეკონომიკურ მდგრადობასთან. სტრატეგია ხუთ მიმართულებას ეფუძნება: გარემოს დაცვა და კლიმატთან ადაპტაცია; ფერმერების, ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა; სამართლიანი შრომის პირობების უზრუნველყოფა; ცოდნისა და ინოვაციების გაზიარება; გამჭვირვალე მმართველობა და ფერმერების ინტერესების ადვოკატირება.
 
დოკუმენტი შემუშავდა დარგის ექსპერტებისა და ფერმერებთან კონსულტაციების შედეგად. მასში გაწერილია გაზომვადი მიზნები. სტრატეგია შესაბამისობაშია ევროკავშირის მწვანე შეთანხმებასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, ხოლო პროგრესის შესახებ ინფორმაცია წელიწადში ორჯერ განთავსდება ორგანიზაციის ანგარიშებში.

მიზნები

01. არა სიღარიბეს
02. არა შიმშილს
04. ხარისხიანი განათლება
05. გენდერული თანასწორობა
08. ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
11. მდგრადი ქალაქები და დასახლებები
12. მდგრადი მოხმარება და წარმოება
13. კლიმატის მდგრადობის მიღწევა