ჩვენი ხედვა რათა ხელი შევუწყოთ ინკლუზიურ, თანასწორ და მდგრად მომავალს
2014 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) და ხელს შეუწყობს მათ წარმატებით განხორციელებას სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში.
ასოციაცია, როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი, მიზნად ისახავს გლობალური შეთანხმების პრინციპების ყოველდღიურ საქმიანობაში და ორგანიზაციულ კულტურაში ინტეგრირებას. რომელიც გამოიხატება, სხვადასხვა ინიციატივების საშუალებით სციო-ეკონომიკური განვითარების, მულტისექტორული თანამშრომლობის, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობაში. ასევე, ასოციაციის მიზანია, გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხების ადვოკატირება, განათლების ხელმისაწვდომობაზე გაზრდა, მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება და დასაქმებულებისთვის უკეთესი მომსახურებების შეთავაზება. ასევე, ასოციაცია ხელს უწყობს ფერმერების გაძლიერებას – მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფით.
მიზნები
არა სიღარიბეს
მიზნის განმარტება: საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში ცდილობს ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების (ქალები, ახალგაზრდები, შშმ პირები, მსჯავრდებულები და ა.შ.) გაძლიერებას და დახმარებას ცნობიერების ამაღლების, ტექნიკური თუ ფინანსური დახმარების პროგრამების ადმინისტრირების გზით.
არა შიმშილს
მიზნის განმარტება: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის ხელშეწყობა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შეიმუშავა ხილის, ბოსტნეულის წარმოებისა და მერძეული ფერმების ადგილობრივი სტანდარტი GeoGAP, რომელშიც ასახულია მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკები. იგი ითვალისწინებს სურსათის უვნებლობის კუთხით ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციას. სერტიფიკაციის სქემა უზრუნველყოფს უვნებელი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას ღირებულებათა ჯაჭვის შექმნას ფერმერებს, მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის.
ხარისხიანი განათლება
მიზნის განმარტება: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ინიციატივების ფარგლებში გასული წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას სხვადასხვა მიმართულებით. კონკრეტულად, მიმდინარე პროექტი Agro Duo სექტორული უნარ-ჩვევების განვითარების ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება.
გენდერული თანასწორობა
მიზნის განმარტება: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ეხმარება მათ ბაზართან წვდომაში და უზრუნველყოფს ტექნიკურ და ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას.
ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
მიზნის განმარტება: სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ერთი მხრივ ცდილობს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების გზით წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე, მოახდინოს სექტორის პოპულარიზაცია მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ჩამოყალიბებისა და პოპულარიზაციის გზით. მათ შორის, ასოციაცია აქტიურად მუშაობს პროექტის ბენეფიციარების ფინანსურ მომსახურებებისა და რესურსებზე წვდომის გაზრდის კუთხით. შესაბამისად, განხორციელებული ყველა ინიციატივა პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება აღნიშნული მიზნის შესრულებას. მეორე მხრივ, კი აძლევს ასოციაციის თანამშრომლებს ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა
მიზნის განმარტება: მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია მსოფლიო ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ ცდილობს სოფლის მეურნეობის სფეროში ტექნილოგიების შესახებ როგორც კვლევითი ბაზის, ასევე, ციფრული პლატფორმების განვითარებას და ინოვაციის დანერგვას. ამის ნათელი მაგალითია მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“, რომელიც 2017 წელს ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. აპლიკაცია არის მარტივი და მოქნილი ელექტრონული სისტემა, რაც ფერმერს მის მიერ წარმოებული პროდუქტის რეალიზაციის კუთხით ახალ ბაზარზე გასვლისა და დაკავშირების საშუალებას აძლევს.
შემცირებული უთანასწორობა
მიზნის განმარტება: უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ორიენტირებულია საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლების გაძლიერებაზე, მათი განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფით და ამ გზით უთანასწორობის შემცირებაზე. ასევე, მოქალაქეებისა და მათზე ორიენტირებული პოლიტიკის ადვოკატირების კუთხით.
მდგრადი ქალაქები და დასახლებები
მიზნის განმარტება: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია მხარს უჭერს მდგრადი მოხმარებისა და წარმოების მიდგომებს, ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გავრცელებას „მწვანე პოლიტიკის“ მხარდაჭერის გზით. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებით ადგილობრივი ფერმერებისთვის შესაძლებლობებისა და განვითარების ხელშეწყობა.
მდგრადი მოხმარება და წარმოება
მიზნის განმარტება: მდგრადი მოხმარებისა და წარმოების უზრუნველყოფა
საქართველოს ფერმეთა ასოციაცია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში ცდილობს ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებას მდგრადი წარმოებისა და მოხმარების შესახებ. ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობისა და გარემოსდაცვითი საკითხების წინ წამოწევას, რომელიც ამოწურვადი და ამოუწურავი რესურსების გონივრულ გამოყენებას გულისხმობს. ასევე, ფერმერების ცნობიერების ამაღლებას ფერმის მართვისა და უსაფრთხოების კარგი პრაქტირების შესახებ.
იხილეთ ბლოგი: ჭაჭა – უსარგებლო ნარჩენი, თუ ნიადაგის სასარგებლო დანამატი?
კლიმატის მდგრადობის მიღწევა
მიზნის განმარტება: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია თავის საქმიანობაში მუდმივად ცდილობს გაატაროს ღონისძიებები, რომელიც კლიმატის ცვლილებების შემცირებას შეუწყობს ხელს. ასოციაციის ხედვა ფერმერების ცოდნითა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვას გულისხმობს, რომელიც გამონაბოლქვების შემცირებისა და გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებისკენ იქნება მიმართული. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ასოციაციას განხორციელებული აქვს ინიციატივები, როგორც ადგილობრივ, ასევე, რეგიონულ დონეზე.
მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები
მიზნის განმარტება: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, სამთავრობო ინსტიტუციებთან. აღნიშნულის მიზანია სექტორთშორისი თანამშრომლობის გაღრმავება და ინკლუზიური პოლიტიკის განვითარება. აღსანიშნავია, რომ ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო ინსტიტუტებთან სოფლის მეურნეობის დარგების ხელშეწყობის მიზნით. ასოციაციის ბაზაზე არსებობს ფერმერთა საბჭო, რომლის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში არსებული გამოწვევების განხილვა, ფერმერების ხედვის მიტანა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე.
პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის
მიზნის განმარტება: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია არის გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების მიზნების პრინციპების ყოველდღიურ საქმიანობაში და ორგანიზაციულ კულტურაში გადმოტანას. ასევე, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გაძლიერებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დარგობრივ ორგანიზაციებთან და დონორებთან.