გუნდი
ახორციელებს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირებას, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით შეიმუშავებს და ახორციელებს საკვალიფიკაციო საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებს. ატარებს აგრარული პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კვლევას. შეიმუშავებს და ახორციელებს მოთხოვნაზე ორინეტირებულ არაფორმალურ საგანმანათლებლო სერვისებს. მუშაობს აგრარული პროფესიული განათლების დიგიტალიზაციასა და დარგობრივი ასოციაციის ,,აგრო დუო” ადმინისტრირებასა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
ნიკოლოზ მესხიშვილი
ხელმძღვანელი
ნიკოლოზ მესხიშვილი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი 2016 წლიდან. როგორც განათლების ექსპერტი, ასოციაციაში კოორდინაციას უწევს პროფესიული განათლების რეფორმის კომპონენტის, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების/დუალური მოდელის განხორციელებას.
როგორც განათლების ექსპერტი, მონაწილეობს პროფესიული განათლების პროცესში სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებისა და საბჭოების მუშაობაში. არის პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი.
მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში სოციალური პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე; ჩართული იყო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (UNDP; SDC; DVV International; World Vision; MCC ) პროექტებში.
აგრარული პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით განახორციელა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა გერმანიაში. ფლობს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის აფილირებული წარმომადგენლის სტატუსს.
არის თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის ბაკალავრი; გაიარა ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის კურსი ნიდერლანდების სტენდენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო სერვისმენეჯმენტში; კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ბიზნეს-მენეჯმენტის ადმინისტრირებისა და მარკეტინგის პროგრამა. არის „ფრანკლინ ქოვეის ლიდერობის კურსის“ და ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან პარტნიორობით ორგანიზებული, „საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში“ კურსდამთავრებული.
თამარ გომიაშვილი
VET პროექტების კოორდინატორი
თამარ გომიაშვილი
თამარ გომიაშვილი 2023 წლიდან წარმოადგენს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროფესიული განათლებისა და მომზადების (VET) დეპარტამენტს. 2021 წლიდან იგი იკავებს ფერმერთა სათათბიროს, ასოციაციის მთავარი ადვოკატირების პლატფორმის, მდივნის პოზიციას და უზრუნველყოფს ფერმერთა ინტერესების ადვოკატირებას ქვეყნის აგრარული და გარემოსდაცვითი პოლიტიკის პროცესებში. პარალელურად, თამარი წარმოადგენს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია აგრო დუოს სამდივნოს და უზრუნველყოფს ეფექტიან თანამშრომლობას კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შორის, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. თამარი ფლობს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომს (Mastery of Management Graduate Diploma) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მიმართულებით, ასევე ჰაიბერი კოლეჯის GCE Advanced Level დიპლომს ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით.

