გუნდი
პროექტების განვითარების და ანალიზის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ამოცანაა არსებული პროექტების მართვა და მონიტორინგი, პოტენციური რისკების და ტექნიკური საკითხების შეფასება და შესაბამისი მიგიტაციის გეგმების შემუშავება. დეპარტამენტი განავითარებს არსებულ პროექტებს და ამზადებს ახალ საპროექტო წინადადებებს განსახილველად. მონაწილეობს ორგანიზაციის სერვისების და გაყიდვების დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის პროცესში.
ირინა თხელიძე
აგრო ბიზნესის განვითარების ექსპერტ/სპეციალისტი
ირინა თხელიძე
მუშაობს 2019 წლიდან. ასოციაციაში ხელმძღვანელობს პროექტებს: „ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა“ (FSI); Demter; „ეს წალკაა“.
აქვს 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში.ხელმძღვანელობდა სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიღებული აქვს საჯარო მმართველობის ბაკალავრის დიპლომი, სახელმწიფო მართვის მოხელის სპეციალობით. არის ეკონომიკური სკოლა ESM-ის მაგისტრი.
არის ეროვნული ბანკის დაკვეთით შექმნილი სახელმძღვანელოს „ფინანანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა“ თანაავტორი.
ანკა ბაბუნაშვილი
პროექტების კოორდინატორი
ანკა ბაბუნაშვილი
ანკა GFA-ში 2017 წლიდან მუშაობს. ანკა ბაბუნაშვილი პროექტების მენეჯმენტის ექსპერტია. იგი ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო და საჯარო მმართველობის სკოლის დიპლომს და კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის პროექტების მართვის სერტიფიკატს.
ანკამ თავისი წვლილი შეიტანა მრავალ ინიციატივაში, რომლებიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და სოფლის ეკონომიკურ ზრდას. მისი გამოცდილება და უნარები მნიშვნელოვანია პროექტის მენეჯმენტისა და ციფრული ინოვაციების სფეროში მუშაობისთვის. ანას დაგროვილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება, მათ შორის USAID, UN Women და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). მისი საქმე მოიცავს პროექტების კოორდინაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებში ჩართულობას, იგი კოორდინაციას უწევს მრავალ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სხვადასხვა პროექტს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ხორციელდება, მათ შორის UNDP, Swisscontact და Helvetas, პროექტების დიდი ნაწილი სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებისა და მდგრადი აგროტურიზმის შექმნას ისახავს მიზნად.
ნიკა ნინუა
ფონდების მოძიების /CSR სპეციალისტი
ნიკა ნინუა
აგრო-ბიზნესის მონიტორინგის სპეციალისტი 2021 წლიდან. აქვს მონიტორინგის სპეციალისტის სამუშაო გამოცდილება „რეგიონული განვითარების ასოციაციაში“ (RDA)
პასუხისმგებელია ასოციაციის აგროპროექტების მონიტორინგზე, მონაცემების შეგროვებასა და განახლებაზე, ანგარიშების მომზადებაზე.
სამართლის ბაკალავრი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი).
ელენე ფიცხელაური
განვითარების სპეციალისტი
ელენე ფიცხელაური
ასოციაციების განვითარების სპეციალისტი 2022 წლიდან – ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ – SQIL, რომელსაც საქართველოში ახორციელებს Land’o Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.
როგორც სურსათის უვნებლობის სპეციალისტს აქვს რვაწლიანი სამუშა გამოცდილება – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სურსათის დეპარტამენტში. იყო ამავე ორგანიზაციების სტაჟიორი.
არის სსიპ განათლების ხარისხის ცენტრის – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის დარგის ექსპერტი. აქვს პროფესიულ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება სსიპ „კასპის პროფესიულ კოლეჯში“; უძღვება პროგრამას – „სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა საწარმოში“.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პოლიტიკის მაგისტრი (საქართველოს უნივერსიტეტის (UG) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები და სასერტიფიკაციო კურსები.
სიმონ წიქარიშვილი
პროექტის კოორდინატორი
სიმონ წიქარიშვილი
შესყიდვების და მონიტორინგის ასისტენტი 2019 წლიდან. მანამდე იყო ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტის სტაჟიორი სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიღებული აქვს ფინანსები ბაკალავრის დიპლომი. ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროგრამა გაიარა ესპანეთში – Universidad de Alcalá.
მარიამ მებადური
ადმინისტრაციული ასისტენტი
მარიამ მებადური
ასოციაციაში მუშაობს ადმინისტრაციულ და პროექტის ასისტენტად, ორგანიზაციაში ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ (2021).
სტუდენტი (ფსიქოლოგია, კავკასიის უნივერსიტეტი). მონაწილეობდა სხვადასხვა გაცვლით პროფესიული პროგრამებში (აშშ), მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) ტრენინგ-მოდელირება. თემა: გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები, კლიმატის ცვლილება, უშიშროება.
ლანა მთვარელიძე
ადმინისტრაციული ასისტენტი
ლანა მთვარელიძე
ადმინისტრაციული და პროექტის ასისტენტი 2022 წლის აგვისტოდან. ასევე ჩართულია მესაქონლეობის კუთხით მიმდინარე პროექტების აქტივობებში.
არის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი). ჩართულია სამეცნიერო კვლევით სამუშაოებში და შეისწავლის ბაქტერიოფაგებიდან გამოყოფილი ნუკლეინის მჟავების იმუნომოდულატორულ თვისებებს და ასევე სხვადასხვა სპეციფიკურობის და მორფოტიპის ბაქტერიოფაგების ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას თაგვის მოდელზე.
ნინო ჯიბუტი
პროექტის მენეჯერი/CSR
ნინო ჯიბუტი
ნინო ჯიბუტი – საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში (GFA) პროექტის ხელმძღვანელი და ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისში პროფესიული პრაქტიკის პროგრამის კოორდინატორია. ნინოს აქვს ათწლიანი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში დონორების მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა პროგრამის განხორციელების მიმართულებით. მისი ინტერესის სფეროებია PPP, კარგი მმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, სოფლის განვითარება და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება. ნინოს მკვლევარის რანგში 2022 და 2024 წლებში მუშაობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში კვლევით პროექტებზე. მან მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი, რომლის განმავლობაშიც ერთი სასწავლო წელი გაატარა პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში, ბილატერალური გაცვლითი სტიპენდიის პროგრამით. ასევე, მიიღო ევროპული მაგისტრის ხარისხი სოციალურ პოლიტიკაში, რომელიც ხორციელდებოდა უნივერსიტეტების კონსორციუმის მიერ – ISCTE ლისაბონი, პორტუგალია, სტავანგერის უნივერსიტეტი – სტავანგერი, ნორვეგია და გოტენბურგის უნივერსიტეტი გოტენბურგში, შვედეთი.