გუნდი
შეიმუშავებს და ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხების ორგანიზებას, რესურსების დივერსიფიკაციას; ქმნის პროფესიულ მონაცემთა ბაზას და გამოიყენებს საჭიროების შემთხვევაში. განავითარებს ორგანიზაციულ სტრუქტურას. უზრუნველყოფს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, შეფასებას და დაწინაურებას.
თამარ ლასურაშვილი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თამარ ლასურაშვილი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი 2021 წლიდან. ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მას აქვს კერძო სექტორში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ასევე არის HR ასოციაციის დამფუძნებელი და HR Hub Next-ის მენტორი.
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მენეჯმენტის ბაკალავრი; საერთაშორისო ბიზნესის მართვის მიმართულებით ფლობს ორმაგი მაგისტრის ხარისხს (CU – Grenoble Ecole de Management (Grenoble Graduate School of Business)). გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო კურსი, არის სერტიფიცირებული ტრენერი და CEB Global (SHL)-ის კომპეტენციების შეფასების სპეციალისტი. არის კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი.
დალი (დაკო) ბარჯაძე
უფროსი HR სპეციალისტი
დალი (დაკო) ბარჯაძე
დალი ბარჯაძე 2021 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში (GFA) იკავებს ადამიანური რესურსების ლიდისა და გენდერული საკითხების კოორდინატორის პოზიციას. ის პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის ძირითად ფუნქციებზე და აქტიურად არის ჩართული გენდერული საკითხების კოორდინაციაში. პერიოდულად ატარებს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს დასაქმებულთა უფლებებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის შესახებ.
მას აქვს სამუშაო გამოცდილება როგორც ბიზნეს სექტორში რეკრუტერად („აჭარა ჯგუფი“), ასევე კონსულტანტად საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების ფარგლებში (GARA, AgroDuo, WWF).
დალი არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (CSL) ბაკალავრი. გავლილი აქვს პროფესიული სასერტიფიკატო კურსები: BDO აკადემიის HR მენეჯმენტის კურსი; Recruiting Academy – The Ultimate Guide to Sourcing in the 21st Century; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) „მართვის ფსიქოლოგია“; საერთაშორისო HR მენეჯმენტი (Behavance Georgia); ორგანიზაციული მართვა; UN Global Compact – ბიზნესის გამჭვირვალობა და შესაბამისობა. ასევე, დალი არის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა MASHAV-ის კურსთამთავრებული.

