გუნდი
ანალიზის და კვლევის სამსახური
დეპარტამენტის ამოცანაა აგროსექტორში მონაცემთა ანალიტიკა და სხვადასხვა სექტორის აგროსაკითხების კვლევა, როგორც წევრი ასევე არაწევრი ფერმერებისა და ბიზნესებისთვის. დეპარტამენტი ახორციელებს სერვისულ მომსახურებებს საჭიროებების კვლევის, ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასების, რეგულირების გავლენის შეფასების, ბაზრის კვლევის, აგრობიზნესის დაწყების ან გაფართოების მიზნით ინვესტიციის განხორციელების მიზანშეწონილობის შეფასების, სრული ბიზნეს გეგმის მომზადების, მონიტორინგის და შეფასების მიმართულებებით.
ნათია გელაშვილი
ხელმძღვანელი
ნათია გელაშვილი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი 2017 წლიდან. მანამდე მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეროვნული ანგარიშების სამმართველოში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დოქტორანტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (სპეციალობით მენეჯმენტი) ბაკალავრი და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი პროგრამის მაგისტრი.
არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის პრინციპების პროგრამებში.
ლადო ბასილიძე
პროექტის მენეჯერი, მკვლევარი
ლადო ბასილიძე
ლადო ბასილიძე – საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში (GFA) პროექტის მენეჯერი/მკვლევარი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილი სატყეო ინსტიტუტის მეტყევე-მკვლევარია. ლადოს აქვს ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების 10 წლიანი გამოცდილება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. მისი ინტერესის სფეროებია ტყის არამერქნული პროდუქტები, კლიმატის ცვლილება, ინვაზიური სახეობები, ურბანული ტყეები, ეკოსისტემური სერვისები და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. 2023 წელს ლადო მონაწილეობდა დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სტიპენდიის პროგრამაში გარემოსდაცვითი მმართველობის მიმართულებით. მან მოიპოვა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ტურიზმში და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი მეტყევეობაში. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა თემატურ ტრენინგებში, სემინარებში, კონფერენციებსა და ვორქშოფებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ლადო ასევე არის მეტყევეობასთან დაკავშირებული 3 თემატური პუბლიკაციის ავტორი და 4 სამეცნიერო სტატიის თანაავტორი.
გიორგი ბულია
უფროსი მკვლევარი
გიორგი ბულია
უფროსი მკვლევარი დეპარტამენტში 2021 წლიდან. პასუხისმგებელია გამოცხადებული კვლევითი ტენდერების მიმოხილვასა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება/წარდგენაზე; პროექტების ფარგლებში კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაზე; სექტორულ ექსპერტებთან მჭიდრო კომუნიკაციასა და მათი საქმიანობის კოორდინირებაზე. ასევე, ჩართულია ანალიტიკური ანგარიშების/ბლოგების მომზადებაში.
აქვს ექვსწლიანი სამუშაო გამოცდილება მონიტორინგისა და შეფასების, კვლევის, ანალიზისა და მენეჯმენტის მიმართულებებით. მუშაობდა PMO Business Consulting-ში, როგორც ბიზნესკონსულტანტი და მკვლევარი (2018-2021) კომპანია GeoWel Research-ში მკვლევრის პოზიციაზე (2015-2017).
ეკონომიკის ბაკალავრი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ეკონომიკის მაგისტრი (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა(ISET).