გუნდი
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) რეგიონული ოფისები 2022 წლიდან ფუნქციონირებს. მათი უმთავრესი ფუნქცია არის წევრი ფერმერებისთვის კონსულტაციის ადგილზე გაწევა. ასევე, რეგიონული ოფისები უზრუნველყოფენ GFA-ს პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ამ ეტაპზე აქვს 3 რეგიონული ოფისი: თელავში, ქუთაისში და ახალციხეში.
- ახალციხე: ანდრია პირველწოდებულის ქ. #11
- ქუთაისი: რუსთაველის ქ. #46
- თელავი: ქართული უნივერსიტეტის ქუჩა #1 (კოლეჯი “პრესტიჟი”-ს შენობაში)
ვალერი გელაშვილი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის კოორდინატორი
ვალერი გელაშვილი
2017 წლის სექტემბრიდან „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ სათათბიროს წევრია. 2022 წლის იანვრიდან იგი “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ პროექტების ფარგლებში, ასრულებს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ოფისის კოორდინატორის მოვალეობას. ვალერი გელაშვილი 1997 წლიდან მუშაობდა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში, შემდეგ პოზიციებზე:
“Care – საერთაშორისო კავკასიაში“ – სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ლოჯისტიკა და შესყიდვები, თემის განვითარების მობილიზატორი; „რეგიონული განვითარების ასოციაციაში“ ბიზნესის მართვა-განვითარების ოფიცერი. ვალერის დამთავრებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტი.
ნანა მიქელაძე
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მობილიზატორი
ნანა მიქელაძე
ნანა მიქელაძე 2022 წელს შემოუერთდა “საქართველოს ფერმერთა ასოციაციას” და სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ოფისში მობილიზატორის პოზიციას იკავებს. ნანა მიქელაძე 2016 წლიდან მუშაობდა „რეგიონული განვითარების ასოციაციაში“, სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში. აქვს ჟურნალისტიკაში, პიარსა და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება. 2012 წლიდან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს, რომლებიც ძირითადად სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ხალხთა ინტეგრაციას ეხება. არის სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული და დებატების ტურნირის ტოპ–სპიკერი. 2019 წელს „ღია მსოფლიოს“ პროგრამის ფარგლებში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკაში. ნანა არის ინგლისური ფილოლოგიის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრი და ენათმეცნიერების მაგისტრი.
მირანდა მანაგაძე
ქუთაისის რეგიონული ოფისის მობილიზატორი
მირანდა მანაგაძე
2024 წელს შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას და ქუთაისის რეგიონალური ოფისის მობილიზატორის პოზიციას იკავებს.
იგი 2010 წლიდან მუშაობდა „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციაში“ „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში „ დასავლეთ საქართველოს კოორდინატორის პოზიციაზე; 2015 წლიდან მუშაობა განაგრძო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის იმერეთი-რაჭა ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის ბიზნესის განვითარების ოფიცრის პოზიციაზე; იგი ასევე მუშაობდა „იმერეთის განვითარების ცენტრში“ დასაქმების კონსულტანტის პოზიციაზე, 2023 წლიდან ორგანიზაცია „ World Vision”-ში დაიკავა „ეკონომიკური გაძლიერების ფასილიტატორის პოზიცია“.
მირანდა 2010 წლიდან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს, იმერეთის რეგიონში ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერების, შშმ პირების , ძალადობის მსხვერპლი ქალების, მარტოხელა დედების, პატიმარი, პირობითი მსჯავრის მქონე პირების რესოციალიზაცია/რეაბილიტაციას, პროფესიული უნარებით აღჭურვისა და მათი დასაქმების მიმართულებით. ასევე კონსულტაციას უწევს დამწყებ მეწარმეებს ბიზნესის წამოწყების, ადმინისტრირების, ბიზნეს გეგმების შედგენის საკითხებზე.
იგი არის სამართალმცოდნე – ბაკალავრი, სისხლის სამართლის მაგისტრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი.
ვახტანგი ქადაგიძე
თელავის რეგიონულ ოფისის უფროსი მობილიზატორი
ვახტანგი ქადაგიძე
ვახტანგი ქადაგიძე 2022 წლის იანვრიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ვახტანგი თელავის რეგიონულ ოფისში იკავებს უფროსი მობილიზატორის პოზიციას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში (2021) იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ორგანიზაციაში Action against hunger, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტში ახორციელებდა ENPARD-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტს. 2021 წელს ასევე მუშაობდა CENN-ის პროექტის კოორდინატორად ყაზბეგისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. 2016-2017 წლებში Brot für die Welt-ის მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში მუშაობდა გერმანიაში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ვახტანგს აქვს სათემო და ახალგაზრდული პროექტების როგორც დაგეგმვის, ასევე განხორციელების გამოცდილება.
ვახტანგმა დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი.

