გუნდი
საფინანსო სამსახური
კახი ჯაში
ფინანსური დირექტორი
კახი ჯაში
ფინანსური დირექტორი 2014 წლიდან. მანამდე, 2012 წლიდან მუშაობდა რეგიონული განვითარების ასოციაციაში ფინანსურ მენეჯერად და მონაწილეობდა დონორების (BP, EC, USAID) მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებასა და ფინანსურ მართვაში.
მუშაობდა სსიპ ,,ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრის’’ (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე და ჩართული იყო საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან (მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, გლობალური ფონდი და ა.შ) ერთობლივი პორექტების მართვაში (2004 – 2012) მუშაობდა გაერთიანებული ქართული ბანკის დიდუბის ფილიალში საკრედიტო დეპარტამენტის უფროსად (2001-2004).
მიღებული აქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი ფინანსებისა და საბანკო საქმეების სპეციალობით (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, (1996-2004) მაგისტრის ხარისხი კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში (Financial Strategy & Decisions).
გავლილი აქვს საკვალიფიკაციო სასწავლო პროგრამები: საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ინტეგრირება – Crown Agents – ლონდონი, დიდი ბრიტანეთი (2010); ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება – საერთაშორისო სასწავლო ცენტრი AILO. ტურინი, იტალია (2009); ფინანსური მენეჯმენტი და გაცემა IFI-ის დაფინანსებულ პროექტებში. საერთაშორისო სასწავლო ცენტრი AILO. ტურინი, იტალია (2006).
დავით მამულაშვილი
უფროსი ფინანსური ოფიცერი
დავით მამულაშვილი
ასოციაციის ფინანსური ოფიცერი 2016 წლიდან. მუშაობდა სხვადასხვა ქართულ აუდიტორულ კომპანიებში უფროსი აუდიტორის პოზიციებზე, ასევე ბიზნეს კომპანიების ფინანსურ დეპარტამენტებში ფინანსური ანალიტიკოსის და კონსულტანტის პოზიციებზე (2007-2016). არის საქართველოს პარლამენტის მიერ აკრედიტირებული სერტიფიცირებული აუდიტორი (2012 წლიდან).
მიღებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის ბაკალავრის დიპლომი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიდან (ყოფილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი).
ანა წვერიანაშვილი
ფინანსური ოფიცერი
ანა წვერიანაშვილი
ფინანსური ოფიცრის პოზიციაზე ასოციაციაში მუშაობს 2014 წლიდან. მანამდე იყო ბუღალტრის და აუდიტის თანაშემწე კომპანიაში „როიალ აუდიტი“ (2011-2013).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დაამთავრა სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, ACCA, ORIS, Accounting, 1C ERP.
ნათია გრიგოლია
ბუღალტერი
ნათელა გრიგოლია
ასოციაციის ბუღალტერი 2012 წლიდან. პასუხისმგებელია ფინანსური აღრიცხვების წარმოებასა და შესყიდვების ანგარიშსწორებაზე.
ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული. გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული სასწავლო პროგრამა, მათ შორის პროგრამული პროდუქტის 1C ERP 2-ში მუშაობის ტრენინგები.
ეკატერინე თარაშვილი
ERP სისტემის ადმინისტრატორი
ეკატერინე თარაშვილი
ERP სისტემის სპეციალისტი 2021 წლიდან. 2013-2020 წლებში მუშაობდა არაერთ მსხვილ კომპანიაში, სადაც აქტიურად იყო ჩართული ERP სისტემების დანერგვაში, აქვს პროექტების მართვის გამოცდილება.
მათემატიკური მეცნიერებების მაგისტრი (ქართული უნივერსიტეტი (სანგუ). მათემატიკის ბაკალავრი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)