Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ფერმერთა სათათბირო

ფერმერთა სათათბირო სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო და ადვოკატირების ორგანოა, რომელიც ქვეყნის აგრარულ და გარემოსდაცვით პოლიტიკაში ფერმერთა ინტერესების ადვოკატირებას უზრუნველყოფს. ფერმერთა სათათბირო სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში მომუშავე 20-ზე მეტ დარგობრივ ასოციაციას აერთიანებს.

ფერმერთა სათათბირო: საინფორმაციო ბროშურა 2023

ბროშურა

საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია (GARA) დაარსდა 2020 წლის 14 მაისს. ასოციაცია მიზნად ისახავს საქართველოში აგროტურიზმის განვითარების პოპულარიზაციას, ადვოკატირებასა და მხარდაჭერას. შემოსავლების დივერსიფიცირების მიზნით, GARA მხარს უჭერს სოფლის შინამეურნეობებსა და ფერმერულ მეურნეობებს აგროტურისტული მომსახურების დანერგვაში და ამით უზრუნველყოფს საარსებო წყაროს გაუმჯობესებასა და ბიზნესის მდგრადობას.

 

  • ქ. თბილისი, ატენის ქ.16ა
  • russo.kacharava@gmail.com

  დარგობრივი უნარების ორგანიზაცია – “აგრო დუო” 2019 წელს სექტორული ასოციაციების მიერ დაფუძნდა. გაერთიანება უზრუნველყოფს აგრარულ სექტორში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას. ასოციაციის მისიაა, კერძო სექტორის თანამონაწილეობის გზით, ხარისხიანი პროფესიული განათლების უზრუნველყოფა.  

  • ქ. თბილისი, ატენის ქ.16ა
  • +(995) 551 004 466
  • tgagoshidze@gfa.org.ge

გაერთიანება ,,ქართული ხორბალი’’ 2017 წელს შეიქმნა, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური სელექციით მიღებული ადგილობრივი ჯიშების (ლენდ-რასები) დაცვის, გამრავლების და გავრცელების მიზნით. გაერთიანებაში გაწევრიანებულია 100-ზე მეტი მარცვლეულის მწარმოებელი მეურნე საქართველოს ყველა კუთხიდან, რამდენიმე ბიო და ბიო დინამიური მეურნეობა, საცხობები, მხარდამჭერები და მოხალისეები.

  • ქ. თბილისი, გ. შატბერაშვილის ქ. 2
  • geowheatgrowers@gmail.com

საქართველოს დეკორატიული მცენარეების და ტყის შემქნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2018 წელს და დღეისათვის 40-მდე ფერმერს აერთიანებს. ასოციაცია აქტიურად მუშაობს საქართველოს მასშტაბით დეკორატიული მცენარეების მწარმოებელი ფერმერების გაერთიანებისა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

  • ქ. თბილისი, დიდი დიღომი,მე-3 მიკრ, მე-20 კორპ. ბ20
  • +(995) 577 300 364
  • georgiangrowers@gmail.com

ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს, ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით. EDA წევრობაზე დაფუძნებული ასოციაციაა, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმეებსა და მომსახურების მიმწოდებლებს აერთიანებს. ასოციაცია ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს პოტენციალის გაფართოებას, უზრუნველყოფს საექსპორტო მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, ექსპორტის მართვის მომსახურებას, სამიზნე საექსპორტო ბაზრის შერჩევასა და სავაჭრო ბარიერების დაძლევას. EDA-ს წევრთა უმეტესობა მოღვაწეობს საწარმოო სექტორებში, თუმცა, იმავდროულად, ასოციაცია აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსაც. ასოციაცია ხელს უწყობს ქართულ კომპანიებს, ჩაერთონ საექსპორტო საქმიანობაში მათი ბიზნესის გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევის მიზნით. ექსპორტის განვითარების ასოციაციის მთავარი კომპეტენციაა ბაზარზე შესვლის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

 

  • ქ. თბილისი, ვ. პეტრიაშვილის ქ. 25/27
  • +(995) 0 32 2 147498
  • team@eda.org.ge

საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაცია 2011 წელს დაფუძნდა დარგის სპეციალისტების მიერ. დღეისათვის ასოციაციაში გაერთიანებულია 28 მსხვილი, საშუალო და მცირე თევზის მეურნეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ასევე, ასოციაციაში გაწევრიანებულია შპს. „აქვა.ჯე“- გარემოსდაცვითი ორგანიზაცია. ასოციაციას მჭიდრო ურთიერთობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაცია “Eurofish”-თან და FAO-ს კომისიებთან, როგორიცაა GFCM და CACFish. ასევე, რამდენიმე წელია თანამშრომლობს იტალიის თევზმოშენებელთა ასოციაციასთან.

  • ქ. თბილისი, მონასტრის ქ. 8
  • +(995) 599 580 785; + (995) 199 149; +(995) 599 160 507
  • geofishfarmassociation@gmail.com; aquageorgia2013@gmail.com

საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია სექტორში მიმდინარე ცვლილებებისა და გამოწვევების საპასუხოდ, 10 სანერგე მეურნეობის წარმომადგენლის მიერ 2021 წელს დაფუძნდა და დღეის მდგომარეობით 24 მეურნეობას აერთიანებს, მათ შორის, მარცვლეული კულტურების სათესლე მასალის მწარმოებლებს. ასოციაციაში გაერთიანებული მეურნეობები წარმოადგენენ კვალიფიციური სანერგე მეურნეობების 50%-ზე მეტს. ამასთან, ასოციაცია საერთაშორისო თესლის ფედერაციის წევრია. საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციის ძირითადი მიზანია, განახორციელოს სექტორის განვითარების ხელშემწყობი აქტივობები და მის ფარგლებში მხარი დაუჭიროს წევრთა ინდივიდუალურ გამოწვევებს.

  • ქ. თბილისი, ცისარტყელას ქ. 46
  • +(995) 599 121 274
  • info@geossa.ge

კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია დაფუძნდა 2017 წლის 17 იანვარს ფერმერთა ჯგუფის მიერ. ასოციაციის მთავარი მიზანია: კენკრის წარმოების პოპულიზაცია, ექსპორტზე გასვლის ხელშეწყობა, ღირებულებათა ჯაჭვის გამართვა და სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი კანონმდებლობის ლობირება. ასოციაცია აერთიანებს 70 წევრს, მათ შორის, ფერმერებს და სამაცივრე მეურნეობებს. გარდა მისი წევრი ფერმერებისა, კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია თანამშრომლობს არაწევრ ფერმერებთანაც. ამასთან, ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ დარგობრივ და უცხოურ ასოციაციებთან, პროფესიულ კოლეჯებთან. კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია ჩრდილო ამერიკის ჟოლოსა და მაყვლის ასოციაციის NARBA-ს წევრია.

  • ქ. გურჯაანი, თავისუფლების ქ. 80
  • gbgassociation@gmail.com
  • www.georgianberry.com

საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია 2010 წელს შეიქმნა. ასოციაციის მიზანია მეცხვარე ფერმერთა ინტერესების დაცვა და სხვადასხვა მიმართულებით კონსულტაციის გაწევა. ამასთან, ასოციაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიმართულებას მთავრობასთან და სხვა ორგანიზაციებთან დამაკავშირებელი ხიდის შექმნა წარმოადგენს, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მომთაბარე მეცხვარეებისთვის წარმოშობილი პრობლემების ოპერატიულად მოგვარება. საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ ფერმერულ მეურნეობებს აერთიანებს.

 

  • კახეთი, ქ. დედოფლისწყარო, შ. რუსთაველის ქ. 24
  • +(995) 599 567 131
  • info@sheep.ge

მწვანილის წარმოების სექტორში გამოწვევების დაძლევისა და დარგის განვითარების მიზნით, 2017 წელს, საჯარო სამართლის კორპორაცია ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატ“-ის ინიციატივითა და ადგილობრივი მწარმოებლების ჩართულობით, დაფუძნდა ა(ა)იპ „საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია“. ასოციაცია აერთიანებს 300-მდე წევრს – კოოპერატივებს, კომპანიებსა და ფერმერებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან; წევრებს შორის 48 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. ასოციაციის წევრები წარმოადგენენ ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა მონაწილეს, კერძოდ: პირველადი მწარმოებლები, შემგროვებელი პუნქტები, სამაცივრე მეურნეობები, გადამზიდიექსპორტიორი კომპანიები და სხვადასხვა პროდუქციის, მათ შორის, საკმაზ-სანელებლებისა და საკონსერვო ნაწარმის მწარმოებლები.

  • ქ. ქუთაისი, შ. რუსთაველის ქ. 124
  • (431) 2 71400; +(995) 597 445 484; +(995) 577 445 484;
  • e.ghvinianidze@gcci.ge; info@ghpa.ge
  • www.ghpa.ge

ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერთა ჯგუფის მიერ 2018 წელს დაფუძნდა და დღეისათვის დარგში მომუშავე ფერმერებს აერთიანებს. ასოციაციის სამოქმედო არეალი მოიცავს ნუშის და კაკლის პირველად მწარმოებლებს, მებაღეებსა და ფერმერებს; ნუშისა და კაკლის გადამამუშავებელ მწარმოებლებს; პროდუქციის დილერებს და ექსპორტიორებს. განათლების მხარდაჭერის, ტრენინგ- მასტერკლასების ჩატარების, არაერთი აგრომიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებების გაზიარების გზით, ასოციაცია აძლიერებს მისი თითოეული წევრის ხილვადობას აგრო ინდუსტრიაში. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია წარმოადგენს მაკავშირებელ რგოლს დარგში მომუშავე საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის. მუდმივი კონტაქტით და წევრების ჩართულობით, ასოციაცია ცდილობს, შეძლებისდაგვარად მიმოცვალოს ინფორმაცია აღნიშნულ სექტორებს შორის და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს ფერმერებს.

  • ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. 47/57
  • +(995) 577 110 867; / +(995) 551 179 287
  • awpa.georgia@gmail.com

საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია დაარსდა 1999 წლის დეკემბერში. ასოციაციის ფილიალები მდებარეობს თბილისში და ქუთაისში, სადაც, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, დაარსების დღიდან დღემდე სემინარები იმართება. საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია 1999 წლიდან 2010 წლამდე გამოსცემდა ყოველკვარტალურ გაზეთს ,,ფუტკარი და მეფუტკრეობა’’. ამჟამად ასოციაციაში გაერთიანებულია 200-მდე ფერმერი მეფუტკრე, თუმცა სემინარებსა და ასოციაციის სხვა აქტივობებზე გაცილებით მეტი მეფუტკრე იკრიბება. ასოციაცია მიზნად ისახავს: საქართველოში მეფუტკრეობის განვითარებისათვის ადგილობრივი და საზღვარგარეთის ქვეყნების მეფუტკრეობის თანამედროვე გამოცდილების, ტექნოლოგიების, მეცნიერული მიღწევების გაცნობასა და დანერგვას; საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა კოორდინაციას, მათი უფლებების დაცვას, ხელშეწყობას მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოებაში, გადამუშავებასა და რეალიზაციაში.

  • ქ. თბილისი, ი. გოგებაშვილის ქ. 28, რეგიონული ოფისები: ქ. ქუთაისი, შ. რუსთაველის გამზირი 124
  • +(995) 599 975 88, +(995) 599 630 261
  • temurigogob@gmail.com

საქართველოს მერძევეობის ასოციაცია 2018 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს სოფლის მეურნეობაში, კერძოდ მერძევეობაში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გაერთიანებას, რომლის მოქმედება საქართველოს კანონმდებლობას და წესდებას ეფუძნება. ასოციაციის ამოცანაა, ხელი შეუწყოს მერძეულ ფერმერებს თავიანთი საქმიანობის განვითარებაში და ხარისხიანი რძის წარმოებაში. საქართველოს მერძევეობის ასოციაცია დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ სარძეო ფერმერებს აერთიანებს.

  • ქ. თბილისი, სამგორის ქ. 6
  • +(995) 599 208 054
  • dukashviliinga92@gmail.com

საქართველოს მეხილეობის ასოციაცია დაფუძნდა 2018 წელს. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოს მასშტაბით მეხილეობის მიმდევარ ფერმერთა ინტერესების განსაზღვრა და მათი გამოხატვის ხელშეწყობა.

 

  • ქ. გორი, ე.ტატიშვილის ქ. 1
  • geofruitgrowers@gmail.com

ასოციაცია ,,ტყის პროდუქტი’’ 2020 წელს დაარსდა, რომელიც ახლად შექმნილი ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს ტყესთან დაკავშირებული შემდეგი სექტორების განვითარების ხელშეწყობა და ინტერესების დაცვა: ტყის მერქნული და არამერქნული პროდუქტები; ეკო და ტყესთან დაკავშირებული ტურიზმი; ბიომასა; მწვანე ეკონომიკა. ასოციაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტყის პროდუქტებით მდგრადი კომერციული სარგებლობის მხარდაჭერა, რაც ხორციელდება კერძო, კოოპერატიულ, დარგობრივ, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული თანამშრომლობით ნედლეულის შეგროვების, კულტივაციის, წარმოებისა და მარკეტინგის განმახორციელებელ ფიზიკურ და იურიდიული პირებს შორის. ასევე, ასოციაცია ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას დარგის სტრატეგიული დაგეგმვის და მართვის პროცესებში ბიზნესის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად; აერთიანებს 80-მდე კომპანიას.

 

  • ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი ქ. 17
  • Info@gfp.org.ge

საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრი 2016 წელს დაფუძნდა. ცენტრი უკვე მეექვსე წელია აქტიურად მუშაობს დარგის მდგრადი განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესი ქართული ენდემური ჯიშების გადარჩენა-გამრავლებისთვის და ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქციის წარმოებისთვის მდგრადი ხელშემწყობი ფაქტორების შექმნის მიმართულებით. ცენტრი ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობს სამთავრობო დაწესებულებებთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, რის საფუძველზეც ყალიბდება საოჯახო მეფრინველეობის საბაზო ფერმა და ბაზარზე პირველად შემოვა დაბალი ქოლესტერინის შემცველი ფერადი კვერცხი. ასევე, ცენტრმა გაეროსთან ერთად შეიმუშავა გადამზადების მოდულური პროგრამა საოჯახო მეფრინველეობაში.

 

  • ქ. თბილისი, დ/მ. 6-21-81 რეგიონული ოფისები: ქ. მცხეთა, მისაქციელი, ივერია, ჯვრის ქ. 7
  • +(995) 591 001 011, +(995) 591 001 199
  • sdliga2009@gmail.com

ასოციაცია შეიქმნა 2016 წლის 15 მარტს, როგორც წევრობაზე ორიენტირებული არაკომერციული, არასამთავრობო სტრუქტურა და დღეისათვის საქართველოს მასშტაბით 68 წევრ თევზმომშენებელ ფერმერსა და მეურნეობას აერთიანებს. მისიის მისაღწევად „ფორეჯი“ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის თევზმომშენებელ ოპერატორებთან და დარგის განვითარებით დაინტერესებულ სხვადასხვა სტრუქტურებთან თუ ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

 

  • ქ. ბათუმი. ფარნავაზ მეფის ქ. 73
  • +(995) 577 989 948
  • abaghdadze@yahoo.com

ასოციაცია ,,ღვინის ოსტატები’’ დაფუძნდა 2013 წელს და დღეისათვის საქართველოს მასშტაბით საავტორო ღვინის მწარმოებლებს აერთიანებს. ასოციაცია ხელს უწყობს მცირე მარნების, ნატურალური მეღვინეობის განვითარებას და მეღვინეობის ტრადიციის აღდგენა-განვითარებას. ასოციაციის მიზანია: საავტორო ნატურალური ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობა; მცირე მარნების ღვინის ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება; ტერუარების აღდგენა და დაცვა.

  • სოფელი წედისი, გორის რაიონი
  • +(995) 599 981 805
  • wine.artisans.2013@gmail.com

ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია „საქართველოს ჩაი“ შეიქმნა 1999 წელს დამფუძნებელთა კრების მიერ და წარმოადგენს ჩაის ნედლეულისა და პროდუქციის მწარმოებელ, ასევე, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ რეალიზაციასთან დაკავშირებული საერთო მიზნების მისაღწევად შექმნილ ორგანიზაციული ერთეულს. ჩაის პოპულარიზაციის და ამასთან, საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე დამკვიდრების მიზნით, ასოციაცია სისტემატურად მართავს შესაბამის ღონისძიებებს; მონაწილეობას იღებს სხვადასხვა გამოფენებზე და ბაზრობებზე; ყოველწლიურად აორგანიზებს ჩაის ფესტივალებს.

 

  • ქ. თბილისი, დ. სარაჯიშვილის ქ. 6
  • 0 (32) 2 650810
  • svanidze.tengiz@gmail.com

ხილ-კენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაცია დაფუძნდა 2013 წელს და დღეისათვის სამეგრელოს რეგიონული მასშტაბით 48 ფერმერს აერთიანებს. ასოციაციის მიზანია გააერთიანოს კენკრის მწარმოებელთა ხმა, მათი პროდუქციის დონის გაუმჯობესების, გამარტივებისა და ექსპორტის ხელმისაწვდომობის მიზნით.

  • ქ. ზუგდიდი, ი. ჯავახიშვილის ქ. 13
  • +(995) 571 888 877
  • kenkra_geo@yahoo.com

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია 2012 წელს დაფუძნდა და დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 20-მდე მსხვილ და საშუალო წისქვილკომბინატს აერთიანებს. ამასთან, მუდმივი კომუნიკაცია აქვს მცირე წისქვილებთან და ფერმერებთან. ასოციაციის მისიაა ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური გაძლიერების უზრუნველყოფა.

  • ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ.106, მიონის ბიზნესცენტრი მე-3 სართული
  • +(995) 599 621 452
  • levan.gpf@gmail.com

საქართველოს მებოცვრეთა ასოციაცია 2018 წელს დაარსდა და დღეისათვის საქართველოს მასშტაბით მებოცვრეობის მიმართულებით მომუშავე ფერმერებს აერთიანებს.

  • ქ. გარდაბანი, სოფ. გამარჯვება
  • +(995) 599 191 711
  • vanoioseliani@gmail.com

ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში 2017 წლის თებერვალში ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო/ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას. ასოციაცია ხელს უწყობს ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინოების განვითარებას საქართველოში, რითაც მომავალ თაობებს ჯანსაღ და სიცოცხლისუნარიან ვენახებსა და ეკოსისტემას გადასცემს.

  • ქ. რუსთავი, ალ. მესხიშვილის ქ. 11, ბ. 81
  • +(995) 555 708 881
  • info@nwa.ge

საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია დაფუძნდა 2009 წელს. ის აერთიანებდა იმ დროისთვის საქართველოში მოქმედი მწარმოებლების 90%-ს. ასოციაცია მიზნად ისახავდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციით ქართული ბაზრის სრულად დაკმაყოფილებას და საექსპორტო ბაზრების მოძიებას. ეს ამოცანა წარმატებით იქნა შესრულებული კვერცხის წარმოების მიმართულებით, ხოლო ფრინველის ხორცის წარმოების მხრივ – გვაქვს ყოველწლიური ზრდა. ასოციაცია კოორდინაციაშია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ თითქმის ყველა ინდუსტრიულ ფერმერულ მეურნეობებთან. დარგში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, დაძლევა და სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა

 

  • ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. 2
  • +(995) 599 504 910; +(995) 599 613 022
  • uchumbegashvili@yahoo.com

საქართველოს მთიანი რეგიონების, ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია 2004 წლის 6 სექტემბერს დაარსდა და წარმოადგენს მეფუტკრეობაში დასაქმებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ნებაყოფილობით გაერთიანებას.

  • ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. 7
  • +(995) 599 971 775
  • lasha.gagoshidze777@gmail.com

ასოციაცია ,,მომავლის ფერმერი” 2007 წელს დაფუძნდა და აქტიურად ფუნქციონირებს დარგის განვითარებისა და თანამედროვე სისტემების ჩამოყალიბების მხარდასაჭერად. ასოციაიის სერვისებია: ცხელი ხაზი, კონსულტაცია (მათ შორის, ონლაინ კონსულტაცია), ტრენინგცენტრი, საგანმანათლებლო პროექტები, ადვოკატირება. ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს ფერმერებს, მეწარმეებს, დარგის სპეციალისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის დარგების, ეკონომიკურ-სოციალური სისტემების განვითარებასა და თანამედროვე მიდგომების ჩამოყალიბებაში.

 

  • ქ. თბილისი, აგლაძის ქ. 79ბ
  • +(995) 596 494 494
  • info@fof.edu.ge
    www.fof.ge