გუნდი
ნინო ზამბახიძე
ასოციაციის თავმჯდომარე
ნინო ზამბახიძე
2012 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. აქვს ბიზნეს სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იკავებს მრჩევლის, სამეთვალყურეო/დირექტორთა და საბჭოს წევრის პოზიციებს არასამთავრობო, სამთავრობო თუ კერძო სექტორში.
აქვს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის და ლიტერატურის ბაკალავრის და გრენობლის ბიზნესის მენეჯმენტის სკოლის (საფრანგეთი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. მიღებული აქვს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ბიზნესის მენეჯმენტის და ადმინისტრირების დიპლომი. გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო პროგრამა. მათ შორის: სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა განვითარების აკადემიის პროგრამა ,,საჯარო პოლიტიკა კერძო სექტორის განვითარებაში“, შვედეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის პროგრამა „მდგრადი ბიზნესის განვითარება“, რამსფელდის ფონდისა და ცენტრალური აზიის კავკასიის ინსტიტუტის „აბრეშუმის გზის მეცნიერებების“ პროგრამა და ოქსფორდის უნივერსიტეტის საიდის ბიზნეს სკოლის „ტრანსფორმაციული ლიდერობის კონკურსის“ პროგრამა.
პირველი ქალი ლიდერი რეგიონში – ჰილარი კლინტონის პატრონაჟით მოქმედი ორგანიზაცია „მოახდინე ინვესტირება მომავალში“ საპატიო კოორდინატორი. დასახელებულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) წლის გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად, მიღებული აქვს წლის მეწარმის წოდება გრენობლის ეკონომიკური სკოლის მიერ. ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების – „მერკური 2011-ის“ წლის ქალი მეწარმის საპატიო ჯილდოს მფლობელი.
თამარ თორია
აღმასრულებელი დირექტორი
თამარ თორია
თამარ თორია 2015 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სტრატეგიას, ფერმერთა ინტერესებს წარმოაჩენს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
სოფლის მეურნეობასა და განვითარების სფეროში 25 წელზე მეტი გამოცდილებით, იგი მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტთან (DFID), ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან და სხვა პარტნიორებთან, რათა ფერმერებისთვის შესაძლებლობები გაეფართოებინა.
თამარი ასევე არის სექტორული უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოს“ თავმჯდომარე და მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების სამუშაო ჯგუფის მმართველი, რაც ფერმერთა ხმას მსოფლიო დისკუსიებში ასახავს. მას მიღებული აქვს საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან (GIPA), კორპორაციული სტრატეგიისა და დაგეგმვის სამაგისტრო დიპლომი კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯიდან, ასევე ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
გავლილი აქვს „ერთიანობა აპოლიტიკურ აკადემიის“ კავკასიის საჯარო ლიდერობის პროგრამა, სტენფორდის უნივერსიტეტის განვითარების ლიდერობის აკადემია, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) კოჩრანის პროგრამა აგრობიზნესის მენეჯმენტში (ფრესნო, კალიფორნია), „მაშავის“ საერთაშორისო კურსი კლიმატის ცვლილებებზე (ჰაიფა, ისრაელი), და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო პროგრამები.
რატი კოჭლამაზაშვილი
თავჯდომარის მოადგილე
რატი კოჭლამაზაშვილი
რატი კოჭლამაზაშვილი ფერმერთა ასოციაციას შემოუერთდა 2020 წელს და დღემდე იკავებს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას. იგი პასუხისმგებელია რეგიონული ოფისების გამართულად ფუნქციონირებასა და ფერმერთა ინტერესების დაცვაზე. ასევე, აქტიურად არის ჩართული კვლევის თუ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დაგეგმვასა და მართვაში. რატი წარმოადგენს ასოციაციას ქვეყნის მასშტაბით და საერთაშორისო დონეზე, აქტიურად აჟღერებს ასოციაციის პოზიციას სხვადასხვა სამუშაო შეხვედრასა და მედიაში. იგი ხელმძღვანელობს „ფერმერთა სათათბიროს“ პლატფორმას, სადაც 20-ზე მეტი სექტორული ასოციაცია არის გაერთიანებული და ქვეყანაში წარმოადგენს ფერმერთა ინტერესების დაცვის მთავარ მექანიზმს. ამასთანავე, რატი ოჯახის წევრებთან ერთად კახეთში უძღვება მცირე ზომის ფერმერულ მეურნეობას.
რატის აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვის და შეფასების კუთხით. იგი კონსულტაციას უწევს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს როგორიცაა მსოფლიო ბანკი (WB), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გერმანიის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობა (GIZ) და სხვა.
იგი მუშაობდა ISET-ის კვლევით ინსტიტუტში აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის თავმჯდომარის მოადგილედ.
რატი გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა აშშ-ში და მინესოტას უნივერსიტეტში ეკავა უმცროსი მეცნიერის პოზიცია. მას აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდა შვეიცარიის ფედერალურ ინსტიტუტში (ETH Zurich). იგი ასევე ფლობს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო კურსი ეკონომიკის, აგრარული ეკონომიკისა და პოლიტიკის, და ლიდერობისა და მენეჯმენტის კუთხით. მათ შორის Teaching Fellow-ის და MASHAV-ის პროფესიული კურსები ჩეხეთსა და ისრაელში. FORWARD აკადემიის და LEO ინსტიტუტის ლიდერობის კურსები საქართველოში.
იგი ასევე იყო ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ეკონომიკის პრინციპების კურსს კითხულობდა.
ჩვენი გუნდი
- HR დეპარტამენტი
- PR და კომუნიკაციების დეპარტამენტი
- პროფესიული განათლების და მომზადების VET დეპარტამენტი
- საფინანსო სამსახური
- აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტი
- ანალიტიკისა და კვლევის დეპარტამენტი
- ლოჯისტიკის და შესყიდვების დეპარტამენტი
- მონიტორინგის და შეფასების დეპარტამენტი
- პროექტების განვითარების დეპარტამენტი
- აგრონომიისა და სერტიფიცირების დეპარტამენტი
- საინფორმაციო ცენტრი
- სერვისების დეპარტამენტი
- რეგიონული ოფისები

