Gfa

თბილისი

თბილისი, ლ. მიქელაძის ქ. N1

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

სასწავლო ვიზიტი გერმანიაში – Waste to Wealth პროექტის ფარგლებში

22–26 ივნისს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) და წამყვანი აგროკომპანიების დელეგაცია სასწავლო ვიზიტით ბავარიაში იმყოფებოდა. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო იმ ინოვაციური მიდგომებისა და წარმატებული პრაქტიკის გაცნობა, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სექტორის ნარჩენებს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებად გარდაქმნის.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა ბიოგაზისა და კომპოსტირების საწარმოები, ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიები, თანამედროვე მერძევეობის ფერმა, ბიომასის პელეტირების ქარხანა და ვაიჰენშტეფან-ტრიზდორფის წამყვანი აგრარული უნივერსიტეტი. განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის გაცნობა, თუ როგორ ხდება გერმანიაში აგრარული ნარჩენების ეფექტიანი მართვა, მაღალი ხარისხის კომპოსტის, ბიოგაზისა და განახლებადი ენერგიის წარმოება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა.

„ნარჩენებიდან საბოლოო პროდუქტამდე“ (Waste to Wealth) პროექტი ხორციელდება გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) ახორციელებს გერმანელ პარტნიორებთან – inter 3-სა და ბრანდენბურგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობით.