Gfa

თბილისი

თბილისი, ლ. მიქელაძის ქ. N1

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ფერმერთა სათათბიროსა და FAO-ს სამუშაო შეხვედრა

19 ივნისს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ადვოკატირების მთავარი პლატფორმის, ფერმერთა სათათბიროსა

და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს წარედგინათ საქართველოში მწარმოებელთა ორგანიზაციების (PO) შექმნის სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავების ინიციატივა. მხარეებმა განიხილეს მწარმოებელთა ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა, ფერმერებისა და აგროპროდუქციის მწარმოებლების წინაშე არსებული გამოწვევები,

აგრეთვე მწარმოებელთა ორგანიზაციების უპირატესობები, მათი განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები და შემდგომი ნაბიჯები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ფერმერთა სათათბიროს წევრ სექტორულ ასოციაციებთან კითხვა-პასუხისა და დისკუსიის სესია მოეწყო, სადაც მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები, რეკომენდაციები და პრაქტიკული გამოცდილება გააზიარეს.