25–29 ივნისს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ასოცირებულ წევრებთან ერთად, მონაწილეობდა The 9th China-Eurasia Expo-ში, რომელიც ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში გაიმართა.
წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მასშტაბური იყო და აერთიანებდა 27 ქვეყნისა და რეგიონის 2 000-ზე მეტ მონაწილეს, ასევე 80-ზე მეტ სავაჭრო, საინვესტიციო და პარტნიორულ ღონისძიებას. მთავარი თემები ხელოვნურ ინტელექტს, ციფრულ ეკონომიკას, მწვანე განვითარებასა და ინოვაციებს მოიცავდა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
საქართველოს დელეგაციისთვის ვიზიტი განსაკუთრებით დატვირთული და შედეგიანი აღმოჩნდა. გაიმართა B2B შეხვედრები, გაფორმდა რამდენიმე თანამშრომლობის მემორანდუმი და მოეწყო ვიზიტები ადგილობრივ ქარხნებში.დელეგაციის წევრებისთვის აღნიშნული მონაწილეობა წარმატებული იყო როგორც ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით.



