საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ გერმანიის გარემოს, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოების და მომხმარებელთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, inter 3-თან და BTU-სთან თანამშრომლობით ახალი პროექტი ,,ნარჩენიდან საბოლოო პროდუქტამდე“ დაიწყო.
პროექტის მიზანია გერმანულ-ქართული თანამშრომლობის გაძლიერება და საქართველოში სოფლის მეურნეობის ნარჩენების მდგრადი გამოყენებისთვის ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა.
პროექტის გახსნითი შეხვედრა გასულ კვირას ჩატარდა და მან სხვადასხვა დაინტერესებული მხარე გააერთიანა. ფერმერებმა, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმსჯელეს სოფლის მეურნეობის იმ პრიორიტეტული სფეროების გამოვლენაზე, რომელთა მუშაობის შედეგადაც წარმოქმნილი ნარჩენის გადამუშავებით კვლავ სასარგებლო პროდუქტის მიღება იქნება შესაძლებელი. ჩვენი პარტნიორები გერმანიიდან კახეთში, ბიო ნუშის საწარმოსაც ესტუმრნენ და ადგილზე ნახეს ნუშის წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენი. ვიზიტის ბოლოს, პროექტის დაწყების აღსანიშნავად ფერმაში ერთობლივად ხეც დაირგო.