Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

პროქტის “ReGrow“ გახნისითი შეხვედრა სალონიკში

ევროკავშირის მხარდაჭერით, Erasmus+ საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში პროექტი ReGrow (საქართველოსა და უკრაინის განათლების ინტერნაციონალიზაცია სოფლის მეურნეობაში) დაიწყო.

პროექტის გახსნითი შეხვედრა 22-23 იანვარს, სალონიკში, საბერძნეთში გაიმართა და მასპინძელი ორგანიზაცია სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (AUTH) იყო.

იგი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საკომუნიკაციო მხარდაჭერით ხორციელდება და პროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციას აგრარული მიმართულებით ინოვაციური სამაგისტრო პროგრამების შემუშავებით საქართველოსა და უკრაინაში, საბერძნეთისა და გერმანიის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

პროგრამა უზრუნველყოფს მონაწილეებს ცოდნით და ინსტრუმენტებით, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს, მდგრადი პრაქტიკების გამოყენებით, გახდნენ აგრარული სექტორის ლიდერები მოწინავე ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის გამოყენებით.

კონსორციუმში საბერძნეთის, გერმანიის, უკრაინისა და საქართველოს შემდეგი ორგანიზაციები ერთიანდებიან: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია , სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, მეტროპოლიტენის კოლეჯი, ტრისდორფის თანამშრომლობა აგრობიზნესისთვის, ტრისდორფის თანამშრომლობა აგრობიზნესისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საერთაშორისო აგრარული კლასტერი დნესტერი, სუმის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტი, ეურეგიონ დნესტერი, პოლისის ეროვნული უნივერსიტეტი , ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი, HOCHSCHULE WEIHENSTEPHAN -TRIESDORF, BK CONSULT GMBH.

3-წლიანი პროექტი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობაში საგანმანათლებლო პროგრმების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად კურიკულუმების შემუშავებას. პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული არიან 4 ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებები, საჯარო-კერძო სექტორისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ორდღიან შეხვედრაზე კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტის სტრატეგია, მიზნები და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს საგანმანათლებლო მასალების შექმნაზე, ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, აკრედიტაციის პროცესებსა და პროექტის შედეგების გავრცელების მექანიზმებზე.