Საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერების (CAPCA)“ ფარგლებში მერძევეობისა და მეფუტკრეობისა მიმართულებით პრაქტიკული ტრენინგები დაასრულა – რაც ფერმერებისთვის სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გაზიარებას გულისხმობდა.
ტრენინგებს კახეთში, იმერთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სადემონსტრაციო ფერმის ტერიტორიებზე ჯამში 800-მდე ფერმერი დაესწრო.
ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკული და თეორიული ცოდნა შეიძინეს. მერძევეობის მიმართულებით GeoGAP-ის, ცხოველის ჯანმრთელობისა და კვების, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, ხოლო მეფუტკრეობის მიმართულებით – ფუტკრის დაავადებების GeoGAP-სა და სეზონური სამუშაოების შესახებ.
პროექტის შემდეგი ეტაპი საგრანტო პროგრამის გახსნაა მცირე და საშუალო ზომის პირველადი მწარმოებლების, შემგროვებლების, დისტრიბუტორებისა და გადამამუშავებლებისთვის და ის დეკემბერში გამოცხადდება.
„გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ არის სამწლიანი (2023-2025) პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV) და ხორციელდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ (წამყვანი ორგანიზაცია), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.