Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკები

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA) პარტნიორ ორგანიზაციებთან World Vision Österreich, World Vision in Georgia-სა და EEC Georgia-სთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო. 
 პროექტის ,,მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში“ მიზანია ხელი შეუწყოს მწვანე უნარებისა და მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარებას საქართველოში. 
 2,5 წლის განმავლობაში საქართველოს ფერმერთა ასოციაცია იმუშავებს პროფესიული განათლებისა და სწავლების (VET) დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებასა და სოფლის მეურნეობის სექტორის პროგრამებში გამწვანების მოდულების ინტეგრირებაზე. 

მუშაობის შედეგად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ჩართულობით, პროქტის გრძელვადიან შედეგებს წარმოადგენს:  
1. უნარების გაუმჯობესება და მდგრადი ბიზნეს პრაქტიკების დანერგვა სამიზნე სექტორებში (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში) მოქმედ და მომავალ მცირე და საშუალო საწარმოებში
2. უნარების გაუმჯობესება და მდგრადი ენერგოეფექტურობის პრაქტიკების დანერგვა სამშენებლო და მრეწველობის სხვა შერჩეულ დარგებში მოქმედ და მომავალ მცირე და საშუალო საწარმოებში  
3. პროფესიული განათლების რეპუტაციის გაუმჯობესება ახალგაზრდებსა და სხვა შესაბამის სამიზნე ჯგუფებში.
პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ და მოიცავს 4 რეგიონს: იმერეთი, კახეთი, აჭარა (ბათუმი) და თბილისი.