მაისის დასაწყისში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ თორია, მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციის (WFO) მოწვევით კანადაში, კერძოდ კვებეკში, სოფლის მეურნეობის, ბიომრავალფეროვნებისა და სურსათის უსაფრთხოების საერთაშორისო სიმპოზიუმს შეუერთდა.
სიმპოზიუმი მიზნად ისახავდა ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის პროცესში სოფლის მეურნეობის როლის წარმოჩენას და კუნმინგ-მონრეალის გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩო დოკუმენტის განხორციელებაში და აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის მხარდაჭერას.
თამარმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოში, სოფლის მეურნეობაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები გაუზიარა, ასევე WFO-ს დელეგაციასთან ერთად მან წვლილი შეიტანა სოფლის მეურნეობის, ბიომრავალფეროვნებისა და სურსათის უსაფრთხოების ტექნიკური გზამკვლევის შემუშავებაში.
ვიზიტის ფარგლებში WFO-ს წარმომადგენლები ეწვივნენ ადგილობრივ რძის ფერმასაც და შეხვდნენ კანადის სოფლის მეურნეობის ფედერაციის მეორე ვიცე-პრეზიდენტს, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.