Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

COP30 ბრაზილია

CNA Brasil-ის მასპინძლობით ფერმერთა ხმის გასაჟღერებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენლები ბრაზილიაში, #COP30 სამიტზე გაერთიანდნენ.  #COP30 ფერმერთა სამიტზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ თორიამ, ფერმერების მხარდაჭერის მიმართულებით ასოციაციის გამოცდილება გააზიარა – როგორ ვეხმარებით მათ ფინანსურ რესურსებსა და ინვესტიციებზე წვდომაში, ფერმერული მეურნეობების მდგრადობისა და სასურსათო სისტემის გაძლიერების მიზნით. თამარმა ასევე წარმოადგინა მაგალითები ფინანსური ინსტრუმენტების დივერსიფიკაციისა და სახელმწიფო-კერძო სექტორისა და მწარმოებლების პარტნიორობის შესახებ.

ბრაზილიაში ვიზიტის მეორე დღე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას დაეთმო და თამარი Asa Branca ფერმას ესტუმრა.  ფერმა 41-წლიან ისტორიას ითვლის და ამჟამად დაახლოებით 4,000 ჰექტარს მოიცავს.  ამ ეტაპზე Asa Branca ფერმა მუშაობს მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების მოყვანაზე. საქმიანობის დივერსიფიკაციის მიზნით კი ფერმა მუშაობს ორი სხვადასხვა ჯიშის პირუტყვის მოშენებაზე.

#COP30 არის გლობალური შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გაძლიერებას და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას.