ვარშავაში ქალთა ეკონომიკური ფორუმი გაიმართა და მან მსოფლიოს ქალი ლიდერები გააერთიანა. ფორუმის ფოკუსი თანასწორი და ადამიანურ ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის შენება იყო.
ღონისძიებაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ, პანელურ დისკუსიაში „ქალთა ლიდერობა ეკონომიკასა და ბიზნესში“ ისაუბრა თუ როგორ შეუძლია ქალთა ლიდერობას გარდაქმნას ნებისმიერი სექტორი.
ფორუმი სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების სერიას მოიცავდა ქალთა როლის შესახებ გლობალურ ეკონომიკაში, ინოვაციებსა და მდგრად ბიზნესში და მას აგრიტექისა და ინოვაციების ხელმძღვანელი თამთა მამულაიძეც ესწრებოდა.
შემაჯამებელ სესიაზე განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურა პოლონეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ, ჯოლანტა კვაშნიევსკამ, მრავალწლიანი საქმიანობისა და საზოგადოების სამსახურში შეტანილი წვლილისთვის.




