საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ეგიდით, პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)” ფარგლებში 2025 წლის ბოლო კვარტალში 2 სასწავლო ტური მოეწყო.
სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდებში
6 მერძეული მიმართულების ფერმერი ნიდერლანდებში HollandDoor-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ვიზიტზე იმყოფებოდა.
ვიზიტის განმავლობაში ფერმერები სიღრმისეულად გაეცნენ ნიდერლანდების მერძევეობის სექტორის თანამედროვე მიდგომებს, შეხვდნენ დარგის წამყვან ექსპერტებს და განიხილეს როგორც საექსპორტო პოტენციალი, ასევე გეოგაპის სტანდარტის როლი სურსათის უვნებლობისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.
მონაწილეებმა ადგილზე დაათვალიერეს სხვადასხვა ტიპის მერძეული ფერმა, სადაც პრაქტიკულად გაეცნენ ფერმის მართვის პროცესში ყოველდღიური ოპერაციების ოპტიმიზაციის ეფექტურ მოდელებს. ჰოლანდიის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითზე მათ ნათლად დაინახეს ცხოველთა კეთილდღეობის, ჯანმრთელობის მართვის, საკვების და მაღალი ხარისხის რძის წარმოებისა შორის არსებული მჭიდრო კავშირი.
𝐅𝐈 𝐄𝐔𝐑𝐎𝐏𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓
პროექტის ,,გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)” 5 მონაწილე პარიზში, საფრანგეთში კვების ინდუსტრიის მიმართულებით საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა.
FI Europe 2025 არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა და ბიზნესპლატფორმა, რომელიც მწარმოებლებს, ინოვატორებს, მეცნიერებსა და ბიზნესებს აერთიანებს – საკვები პროდუქტების მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობისთვის.
ღონისძიება ჩვენი ორგანიზაციისა და ფერმერებისთვის იყო საერთაშორისო პარტნიორობების დამყარების შესაძლებლობა, ბაზრის თანამედროვე ტენდენციებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის მიღებით პრაქტიკული გამოცდილების შეძენა.




