Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

წინასაახალწლო აგრობაზარი 2025

50-ზე მეტი ფერმერი, თემატური კუთხეები და AgriTech სივრცე – 21 დეკემბერს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით წინასაახალწლო აგრობაზარი გაიმართა.

მოსული სტუმრები პირისპირ შეხვდნენ ფერმერებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, დააგემოვნეს და შეიძინეს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია.

13 წელი ფერმერებისთვის

პარალელურად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ, ორგანიზაციის საქმიანობის 13 წელი შეაჯამა.

ღონისძიებამ ერთი დღით ძველი თბილისური ბაზრის ტრადიცია გააცოცხლა და ფოტოინსტალაციით აჩვენა სოფლის მეურნეობის სრული ციკლი – გუთნიდან დრონამდე.

ყველაზე პატარა სტუმრებს AgriTech სივრცეში აგრო-ვორქშოფი და სოფლის მეურნეობის თემაზე შექმნილი კომიქსები დახვდათ. ამავე სივრცეში გაიმართა AgriTech AI წიგნის პრეზენტაცია.

წლის მთავარი აგროღონისძიების პარტნიორები იყვნენ:
საქართველოს ბანკი, აგროტექნო

ღონისძიების ჩატარებას მხარი დაუჭირეს:
ციფრულმა ბიბლიოთეკამ „ივერიელი“, აჭარა ჯგუფმა და უდაბნომ.