11-17 თებერვალს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) სერტიფიცირების სპეციალისტი, ილია კუნჭულია, გერმანული ორგანული სოფლის მეურნეობის ასოციაციის, Naturland-ის პროექტის – „ეკოლოგიური საქართველო – მომავლის მეურნეობა“ (KVP საქართველო) – ფარგლებში გამართულ სასწავლო ტურს დაესწრო.
ნიურნბერგში გამართული ორგანული პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა ,,ბიოფახი” მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც
სხვადასხვა კონფერენციას აერთიანებს – ინოვაციური პროდუქტების პრეზენტაციებსა და საერთაშორისო მწარმოებლებს, მათ შორის, საქართველოდან.
წელს, პირველად, გამოფენაში მონაწილეობდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრი და კომპანია Bio Almond Georgia-ს დამფუძნებელი ბიოფერმერი, თორნიკე მჭედლიშვილი. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დახმარებით, 2024 წელს მან Global G.A.P.- ის სერტიფიკატი მოიპოვა, რაც პროდუქციის ევროპის სუპერმარკეტების ქსელში რეალიზაციის საშუალებას იძლევა.




