Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

მწვანე კონცეფციის კონტეინერის გახსნა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ საგარეჯოში მდებარე სადემონსტრაციო ნაკვეთზე, გერმანელ პარტნიორებთან ერთად, „მწვანე კონცეფციის კონტეინერის“ გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას უმასპინძლა.

„მწვანე კონტეინერი“ არის ინოვაციური სადემონსტრაციო სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირებსა და ფერმერებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, პრაქტიკულად გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს. ეს მიდგომა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ნარჩენისგან ახალ, მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტებს ქმნის.

კონტეინერი 5 სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს:

ბიოგაზი ბიონახშირი დამაქუცმაცებელი და პელეტის დანადგარი კომპოსტი ციფრული სწავლება

ნარჩენიდან საბოლოო პროდუქტამდე (Waste2Wealth) პროექტი ბრანდენბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა (BTU) და ბერლინში დაფუძნებული კვლევითი ინსტიტუტის (inter 3) ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებით ბიოპროდუქტების შექმნას ისახავს მიზნად.

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო მთლიანი სადემონსტრაციო ნაკვეთის პრეზენტაციაც, რომელსაც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2024 წლიდან ავითარებს. ნაკვეთზე მიმდინარეობს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების გამოცდა; სხვადასხვა სახის ნარჩენების გადამუშავება; დაგროვილი პრაქტიკული ცოდნის ფერმერებისთვის გაზიარება. თურქეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტერიტორიაზე მოეწყო ირიგაციისა და ფერტიგაციის სისტემები.