ფერმერებისთვის
რატომ უნდა დავნერგო გეოგაპის სტანდარტი და გავიარო სერტიფიცირება?
გეოგაპის სტანდარტის დანერგვა, პირველ რიგში, ნიშნავს თანამედროვე კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების გამოყენებას. ამაში იგულისხმება უვნებლობის რისკების მართვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და მიკვლევადობის უზრუნველყოფა. გეოგაპის სერტიფიკატის აღება ნიშნავს, რომ:
- ღირებუელბა შეემატება თქვენ საქმიანობას (იშოვით მეტ ფულს)
- გექნებათ წვდომა ბაზარზე (დაგეხმარებით გაყიდვაში)
- თქვენი პროდუქტი იქნება კონკურენტუნარიანი
- დაიცავთ კანონმდებლობის მოთხოვნებს
- დაუახლოვდებით საერთაშორისო სტანდარტებს
ვინ დამეხმარება სტანდარტის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში?
გეოგაპის სტანდარტის დანერგვა შესაძლებელია დამოუკიდებლად ან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დახმარებით. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას სტანდარტის მოთხოვნების შესასრულებლად. ინფორმაციისათვის დაგვიაკვშირდით:
ილია კუნჭულია
- (+995) 592 404 387
- ikunchulia@gfa.org.ge
ვის მივმართო სერტიფიცირებისათვის?
მასერტიფიცირებელი კომპანია შპს ”ჯიეფსი”
შალვა ჯაფარიძე
- (+995) 591 152 828
- geofarmcertification@gmail.com