გეოგაპის სერტიფიკატის მქონე პროდუქციის შეძენა ნიშნავს, რომ მომხმარებელი არის დაცული და იღებს უვნებელ პროდუქტს. ეს არ ნიშნავს, რომ ფერმერი არ გამოიყენებს არანაირ ქიმიკატს ( ბიოპროდუქცია), მაგრამ ის წარმოების პროცესში იყენებს თანამედროვე პრაქტიკებს, იცავს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და ნორმებს, უფრთხილდება გარემოს, ზრუნავს თანამშრომელთა ღირსეულ სამუშაო პირობებზე და აწარმოებს უვნებელ ხილ-ბოსტნეულს. სტანდარტის მოთხოვნები ეფუძნება სურსათის უვნებლობის რისკების მართვას დაწყებული ნიადაგიდან და წყლიდან, დასრულებული პესტიციდებისა და სხვა აგროქიმიკატების ნარჩენების უვნებლობის ნორმების კონტროლით.
სერტიფიცირებული პროდუქციის ამოცნობა შესაძლებელია გეოგაპის ლოგოსა და სერტიფიკატის ნომრის საშუალებით, რისი ვალიდურობის გადამოწმებას შესაძლებელია ასოციაციის ვებ-გვერდზე – gfa.org.ge.