ფერმერთა ასოციაციის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის მიზანი იყო ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებში მცირე ფერმერების ტექნიკური უნარ-ჩვევების და შესაბამის აღჭურვილობაზე წვდომის გაუმჯობესება, მცირე სასოფლო სამეურნეო ტექნიკის და ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით.
პროექტის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭა ახალგაზრდების და ქალების მიერ ინიცირებულ პროექტებს. ასევე, სოციალური სტატუსის მქონე პირებს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლებს და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.
პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით განხორციელდა.