08/2021-01/2022
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ლიეტუვას, იტალიის და მოლდოვას პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ბიო/ორგანული აგრო-სასურსათო პროდუქტების სექტორის გაძლიერება ევროკავშირის ბაზარზე წვდომის ხელშეწყობით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დამყარება.
პროექტი EU4Business ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.