Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

Სასწავლო ტური გერმანიაში 

22-26 აპრილს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის Waste2Wealthh ფარგლებში ქართული აგრო კომპანიების წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდნენ. 

სასწავლო ვიზიტის მიზანი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვის გერმანული გამოცდილების გაზიარება იყო. დელეგაციის წევრებს ასევე საშუალება ჰქონდათ ბიზნეს კავშირები დაემყარებინათ ისეთ გერმანულ კომპანიებთან, რომლებიც სამუშაო პროცესში იყენებენ ნარჩენების სწორი სეპარაციის, შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიებსა და გადამუშავების შედეგად მიღებულ ღირებულ პროდუქტებს: ბიოგაზს, ბიოჩარს, ცხოველთა საკვებს, ელექტროენერგიას, თხევად და მყარ სასუქს, კომპოსტსა და ა.შ. 

ვიზიტი მოიცავდა ისეთ სასოფლო-სამეურნეო კომპანიებში სტუმრობასაც, რომლებმაც თავიანთი ბიზნეს მოდელი შეცვალეს კანონმდებლობისა და სერტიფიცირების სხვადასხვა მოთხოვნასთან შესაბამისობის მისაღწევად. 

ქართული მხარე ასევე შეხვდა გერმანიის ფერმერთა ასოციაციას (Die Deutschen Bauern) რომელთანაც სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა. 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თანამშრომლებთან ერთად დელეგაციაში წევრი ფერმერებისა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ: ი/მ ედვარდ შერმადინი, შპს ბიოდიზელ ჯორჯიას, შპს აგრო კომის და შპს აგრო ქიზიყის ხელმძღვანელები. 

გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია inter 3-თან და Brandenburgische Technische Universität Cottbus-Senftenberg-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს ნარჩენიდან საბოლოო პროდუქტამდე Waste2Wealthh

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს გერმანულ-ქართული თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოში სოფლის მეურნეობის ნარჩენების მდგრადი გამოყენებისთვის ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობის გზით. ასევე, ნარჩენების მართვის ინოვაციური და ეკოლოგიურად ეფექტიანი პრაქტიკების ხელშეწყობით.