2023-2026
აგროტურიზმის ციფრული სერვისების განვითარება და პოპულარიზაცია
პარტნიორობის ხელშეკრულება GFA-ს, GARA-სა და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შორის.
🌍RECONOMY არის შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) რეგიონული ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკური განვითარების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს HELVETAS Swiss Intercooperation სტრატეგიული განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობითა და აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონებში სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით.
ინიციატივის საფუძველია აგროტურისტული სერვისის მიმწოდებლების გაერთიანება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობის წახალისებისთვის, მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხელშეწყობისა და აგროტურისტული სუბიექტებისთვის, განსაკუთრებით მცირე ფერმერებისთვის შემოსავლის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით. მთავარი მიზანებია გარემოს მდგრადობის, სექტორული ზრდისა და ახალი მწვანე სამუშაო ადგილების შექმნის მიღწევა.
პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და მსუბუქი წარმოების სექტორების ციფრული ტრანსფორმაციის გაძლიერება, რათა მოხდეს სექტორების ზრდა, შემოსავლის გენერირიება და ღირსეული/მწვანე სამუშაო ადგილების შექმნა ქალებისა და ახალგაზრდებისთვის.