Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

08/2021 – 06/2023

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ფერმერთა ასოციაცია, ერთობლივი პროექტით, მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით, აგროტურიზმში ჩართული ქალების გაძლიერებას.

პროექტის აქტივობები:

  • აგროტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის პროცესში ჩართულობა;
  • აგროსექტორში/აგროტურიზმში ჩართული ქალი მეწარმეების იდენტიფიცირება;
  • განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა, საგრანტო კონკურსის გამოცხადებით;
  • ბრენდინგისა და მარკეტინგის მიმართულებით, ქალების უნარ-ჩვევების გაძლიერება;
  • აგროტურისტული ობიექტებისთვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების პროცესის სტიმულირება;
  • აგროტურისტული ობიექტების ციფრული რუკის შექმნა;
  • აგროტურისტულ ასოციაციებში, მეწარმეების გაწევრიანების ხელშეწყობა;
  • მეწარმეების უნარ-ჩვებების გაუმჯობესება სტუმარმასპინძლობის მიმართულებით, ტრენინგების მეშვეობით;
  • აგროტურიზმის სასწავლო მოდულის დანერგვა პროფესიულ სასწავლებლებში;
  • საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება;
  • სახელმწიფო პროგრამების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • პროექტში, ადგილობრივი და საერთაშორისო ტუროპერატორების ჩართვა;
  • ადგილობრივი საინფორმაციო კამპანიის ინიცირება, ცნობიერების ამაღლების მიზნით;
  • საერთაშორისო პრესაში, საქართველოს პოზიციონირება აგროტურისტული დანიშნულების მიმართულებით.