Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

Შეხვედრა ბრიუსელში – (COPA-COGECA)

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) გუნდი ევროპის ფერმერთა და აგროკოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA) მოწვევით ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეხვედრების სერიაში მონაწილეობდა. 

ვიზიტის ფარგლებში, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია და აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა მამულაიძე სხვადასხვა საერთაშორისო, წამყვანი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს აგროსექტორში არსებული გამოწვევები, ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობა, ასევე, აგრიტექ ტექნოლოგიების მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პროცესში და იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ბელგიელი ფერმერების გაერთიანება, ევროპის ახალგაზრდა ფერმერთა საბჭო, ევროპის კომისიის სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების გენერალური დირექტორატი, ევროპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ასოციაცია, ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის ბიურო, ნიდერლანდების სასათბურე მეურნეობა, ევროპის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა. 

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2014 წლიდან არის ევროპის ფერმერთა და აგროკოოპერატივთა გაერთიანების COPA-COGECA-ს პრივილეგირებული პარტნიორია.