ივლისი,2020 – აპრილი,2023
ფერმერთა ასოციაცია საბერძნეთის, მოლდოვის და სომხეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ფერმერების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება სამკურნალო მცენარეების მოპოვების და ახალი კულტურების პოპულარიზაციის მიზნით, ასევე სამკურნალო მცენარეების მიმართულებით საერთაშორისო სავაჭრო კავშირების დამყარება და ხელშეწყობა.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება რუმინეთის საზოგადოებრივი სამუშაოების, განვითრებისა და ადმინისტრაციის სამინისტროს მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი ორგანიზაცია არის ჰალკიდიკის განვითარების ასოციაცია.
პროექტის აქტივობები:
- ბაზრის კვლევა ტყის არამერქნული პროდუქტების სექტორში არსებული მდგომარეობისა და ტრენინგის საჭიროებების გამოვლენისთვის
- ტრენინგ პროგრამა ტყის არამერქნული პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების მოდერნიზაციისთვის
- „შავი ზღვის აუზის ტყის არამერქნული პროდუქტების ბიზნეს ფორუმი“-ს ქსელის ჩამოყალიბება და მართვა
- ,,შავი ზღვის აუზის ტყის არამერქნული პროდუქტების კლასტერი”-ს შექმნა