Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

გოგოების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისათვის

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობის და განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით  გოგოების გაძლიერების პროექტი დაიწყო. 

გოგოების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისათვის პროექტის მიზანია, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის გოგოებს მივაწოდოთ ინფორმაცია მათი ფუნდამენტური უფლებების, სამოქალაქო აქტივიზმის, ძალადობის ადრეული შემჩნევის ტექნიკებისა და კარიერული დაგეგმვის შესახებ. 

გოგოებს კახეთის რეგიონში (თელავი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, გურჯაანი) შესაძლებლობა ექნებათ პროფესიონალების დახმარებით დაესწრნონ ტრენინგებს და ამით მიგრაციის, უმუშევრობის, განათლებაზე ხელმისაწვდომობის არქონის და გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უპასუხონ.  

პროექტი განხორციელდება 2023-2024 წლებში.