ავტორი: ქეთევან გოგოჭური
აღწერა:
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივცრის (DCFTA) შესახებ შეთანხება არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ნაწილი. იგი გულისხმობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის წახალისებას. კერძოდ, საქართველო სარგებლობს საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობით ევროკავშირის ქვეყნებთან. სტატია მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაგალითზე, DCFTA-ით განპირობებული სავაჭრო უპირატესობებისა და გამოწვევების ანალიზს. არსებული ლიტერატურის შესწავლის საშუალებით ირკვევა, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირში მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში გაიზრდება. იმისთვის, რომ DCFTA-ის შესაძლებლობები სრულად იქნას გამოყენებული, საჭიროა სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ბარიერების – განათლების დაბალი დონე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომა – დაძლევა.