აღწერა:
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და სომხეთის აგობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრს შორის (CARD) არსებული შეთანხმების ფარგლებში ჩაატარა რძის სექტორის კვლევა და მოამზადა შესაბამისი საბაზისო შეფასება.
კვლევის ძირითადი მიზანი იყო საქართველოში რძის პროდუქტის სექტორის შეფასება იმ რეგიონებში (ქვემო ქართლი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი), სადაც მესაქონლეობა ფერმებისა და საოჯახო მეურნეობების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. შეფასების მიზანი ასევე მდგომარეობდა სექტორის განვითარებისთვის კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირებას. ანგარიში ასევე მოიცავდა იმ გარემოებათა სრულ ანალიზს, რომელიც რძის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვზე ახდენს გავლენას.
აღნიშნულ გარემოებებიდან გამომდინარე, ფაქტებზე დაფუძნებული კვლევებია აუცილებელი SDG 2030 სამოქმედო გეგმის უკეთ აღსაქმელად.
მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), რომელიც შედგება 17 მიზნისა და 169 სამიზნე მაჩვენებლისგან, დამტკიცებულ იქნა 2015 წლის 25 სექტემბერს. საქართველომ, გაეროს სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად გამოთქვა SDG განხორციელების სურვილი და მზადყოფნა 2030 წლისთვის დასახული მიზნების შესასრულებლად. SDG და მისი სამიზნე მაჩვენებლები ინტეგრირებულია საქართველოს მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში.
ასევე აღსანიშავია, რომ რძის სექტორს შეუძლია SDG-ების განხორციელებაზე მოახდინოს დიდი გავლენა. მაგალითად, საკვების ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირება ასევე მოახდინოს გავლენა სურსათის უსაფრთხოებაზე, საკვების ხარისხზე, უსაფრთხოებასა და გარემოზე. ჩვენ საქმის კურსში ვართ, რომ სოფლებში სიღარიბე მაღალ დინეზეა (SDG1); სურსათის უსაფრთხოება ქვეყანაში ჯერ კიდევ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა (SDG 2); ამავდროულად გასაძლიერებელია ურთიერთობები კერძო და საჯარო სექტორს შორის (SDG 17).
საბაზისო შეფასების მთავარი მიზანიც სქორედ ეს არის, რომ უკეთ იქნას აღქმული რძის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი და განხილულ იქნას საშუალებები იმისა თუ, როგორ შეუძლიათ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს წვლილი შეიტანონ სექტორის განვითარებაში.
საქართველოში რძის სექტორის საბაზისო შეფასებამ გამოავლინა რომ:
მომხმარებლის ნდობა ადგილობრივი პროდუქტის მიმართ კვლავ დაბალია;
საქართველოს ფრაგმენტული რძის წარმოება ხასიათდება მწარმოებლების მიერ რძის პროდუქტებისა და ყველის უმრავლესობის შინამეურნეობაში მოხმარებით და მათი პროდუქციის არაფორმალურ ბაზრებზე გაყიდვით.
საქართველოს აქვს მძლავრი სამომხმარებლო ბაზარი რძის პროდუქტებისთვის, მაგრამ სექტორში არ არის საჭირო ტექნიკური ცოდნა ეფექტური წარმოებისა და ფერმერული მეურნეობის მართვისთვის.
ქვეყანაში ბევრ რძის პროდუქტების მწარმოებელ ფერმერს არ გააჩნია სპეციფიკური ტექნიკური ცოდნა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება. ამის გამო მომხმარებელი ხშირად უპირატესობას იმპორტულ პროდუქციას ანიჭებს, რადგან იმპორტირებული პროდუქტის მიმართ მათ უფრო მეტი ნდობა გააჩნიათ.
მას შემდეგ რაც ევროკავშირთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას – „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“ (DCFTA), რძის სექტორში არსებული მეწარმეებისთვის კვლავაც პრობლემად რჩება, რომ დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომელიც ამ ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
ევროკავშირის მოთხოვნებთან ეტაპობრივი დაახლოების მიზნით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და ახორციელებს პროგრამებს, რომელიც მიზნად ისახავს სექტორის განვითარებას. მათ შორისაა:
2017 წლის ზაფხულში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძეზე და რძის პროდუქტებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები განახორციელა. ამ ცვლილებების თანახმად, პროდუქტზე არ შეიძლება სიტყვა „ყველი“-ს დაწერა თუ იგი რეალურად რძის ფხვნილისგანაა დამზადებული.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველების იდენტიფიცირება-მიკვლევადობას 2012 წლიდან ახდენს;
2016 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა რძის პროდუქტების მწარმოებელი კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამა.
რძის სექტორში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში რძის ღირებულებათა ჯაჭვში არსებული პრობლემები აფერხებს სექტორის განვითარებას. აქედან გამომდინარე, შეფასება ითვალისწინებს შემდეგ რეკომენდაციებს:
- შეიცვალოს ტრადიციული გამრავლების მეთოდი და გაიზარდოს ცნობიერება ხელოვნურ განაყოფიერებაზე. ამ ეტაპზე ფერმერთა უმეტესობა საქონლის გამრავლების ტრადიციულ მეთოდებს მიმართავს, რაც რეალურად დაბალი პროდუქტიულობის მთავარ მიზეზად შესაძლოა იქნას მიჩნეული. საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ფერმერია, ვინცხელოვნურ განაყოფიერებას იყენებს და შესაბამისად ჰყავს უკეთესი და პროდუქტიული ჯიშები.
- ჩამოყალიბდეს რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია, რომელიც ფერმერებს სხვადასხვა სახის სერვისებს შესთავაზებს.
- შეხვედრებმა და გამოკითხვამ აჩვენა, რომ საჭიროა ფერმის მართვის უნარების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ფერმერების დახმარება.