ქალაქ რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათავო ოფისში გაეროს კლიმატის ცვლილების საფინანსო მუდმივმოქმედი კომიტეტის 2025 წლის ფორუმი გაიმართა. შეხვედრების სერიას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ თორია, ესწრებოდა. ამავდროულად, იგი პირველი სესიის სპიკერი იყო.
შეხვედრების ცენტრალური ნაწილი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას (UNFCCC) დაეთმო. გამოიკვეთა მკაფიო გზავნილებიც: აგროსასურსათო სისტემები კლიმატის ცვლილებების გადაჭრის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა სოფლის მეურნეობა გლობალური კლიმატის დაფინანსების მხოლოდ 7%-ს იღებს. ფერმერ ლიდერებთან და პარტნიორებთან ერთად ხაზგასმით აღინიშნა, თუ რატომ უნდა მოექცნენ ფერმერები ცენტრში მდგრადი სასურსათო სისტემების შესაქმნელად.
ფორუმმა სურსათისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი ტრანსფორმაციისთვის პარტნიორობის (FAST) შეხვედრების სერიაც დაფარა კლიმატზე, სოფლის მეურნეობისა და ფინანსებზე ფოკუსით.




