ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ცხრა წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. „გვაქვს 9 ნომინაცია. აქედან 2 განსაკუთრებული პრიზი გვაქვს და იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველწლიურად, როგორც წელს, სულ ახალი სახეები იქნებიან წარმოდგენილი“, – ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.
რაც შეეხება ნომინაციებს, რომელიც ღონისძიებაზე წარადგინეს, წლის ფერმერი გახდა რევაზ ბერიძე; წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი – ირაკლი ხუტურიძე; წლის აგროტურისტული ობიექტი გახდა მარიანა ბალასიანი, საოჯახო სასტუმროს მფლობელი სამცხე-ჯავახეთში; კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აგრობიზნესის ნომინაციის გამარჯვებული გახდა ბესარიონ ჯანგირაშვილი, რომელიც ნომინაციაში ჩირის წარმოებით იყო წარდგენილი; წლის განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი ზურაბ სადათერაშვილი გახდა; წლის ფერმერი საოკუპაციო ხაზთან – ზუკა მახარაშვილი; წლის აგრო ტექპროექტი – ზვიად მირიანაშვილი, რომელიც ნომინაციაში ლურჯი მოცვის წარმოებით წარდგა. წლის ქალი ფერმერი გახდა ნათია ღურწკაია; გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ფერმერი, „ნანა ჯანაშიას სახელობის პრიზის“ გამარჯვებული კი გიორგი ხითარიშვილი გახდა.
სპეციალური პრიზი დაწესდა იმ მსჯავრდებულთათვის, რომლებიც პენიტენციალურ დაწესებულებაში ფერმერულ საქმიანობას მისდევენ. ასევე, სპეციალურ პრიზი გადაეცა „ველი სთორის „ ფერმერთა მხარდაჭერისთვის.
საქართველოში ფერმერთა დღე 2015 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანია, ფერმერთა შრომის და წვლილის დაფასება სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობაში.
ფერმერის დღის გენერალური მხარდამჭერი საქართველოს ბანკი იყო, ხოლო სპონსორები: ველი სთორი, ალდაგი,სანტე, თელიანი ველი, ნიკორა, Soplidan.ge