Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

კომპანია „ნეტაფიმ საქართველო“ გარდაბანში და საგარეჯოში ნუშის ბაღების გაშენებას გეგმავს

კომპანია „ნეტაფიმ საქართველო“ გარდაბანში და საგარეჯოში ნუშის ბაღების გაშენებას აპირებს. ამის შესახებ „კომერსანტთან“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია ბარ ლევ ნეტ ჯგუფის (ნეტაფიმ საქართველოს) წარმომადგენელმა ვახტანგ გოგალაძე „კომერსანტთან“ განაცხადა. მისი მტკიცებით, პროექტის განხორციელებაში კომპანია 2017-2018 წლებში დაახლოებით 2.5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. საუბარია, ჯამში 1000 ჰექტარზე.

გოგალაძის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტში „ბარ ლევ ნეტ ჯგუფს“ მსოფლიო ლიდერი, ესპანური სანერგე კომპანია „აგრომილორა ჯგუფი“ შემოყავს. მისი განცხადებით, მას მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე საწარმო აქვს, მათ შორის აშშ-ში, სამხერთ ამერიკაში, ჩილეში, ბრაზილიაში და ასე შემდეგ.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკული, ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღები გაშენდა. გოგალაძის განმარტებით, მათ რეგიონის ბაზარი გლობალურად შეისწავლეს. შედეგად, აღმოჩნდა, რომ უკრაინსა და ყაზახეთში დაახლოებით 30 000 ჰექტარზე მეტი ჩანდლერის ბაღებია გაშენებეული. „როდესაც ეს ნერგები ნაყოფს გამოიღებენ, კაკლის ფასი დაეცემა. საქართველო კი დიდ ქვეყნებთან შედარებით მცირე მიმწოდებელი იქნება, შედეგად, ფასები ქართველი ფერმერებისთვის რელევანტური არ იქნება. სწორედ ამის გათვალისწინებით ჩვენ შევარჩიეთ ნუშის პროექტი, ამაში კი კლიმატური პირობებიც გვიწყობს ხელს“-აცხადებს გოგალაძე.

პროექტის ფარგლებში საქართველოში გაშენდება საგვიანო ჯიშის ნუშების ბაღები, სპეციალურად შერჩეული საქართველოს კლიმატისათვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ნერგები არის აგრომილორას პატენტი სუპერ ინტენსიური გაშენებისათვის, ტრადიციულ ბაღებთან შედარებით უფრო მეტი ნერგი ირგვება მაგრამ რაც არის ყველაზე მთავარი პლანტაცია მეორე წელსვე იწყებს მსხმოიარობას და სრულ მსხმოიარობაში შედის მე-4 წელს, როდესაც ტრადიციული გაშენების შემთხვევაში სრული მსხოიარობა იწყება მე-7 წლიდან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის რომ სუპერ ინტენსიური ნუშის ბაღების მოვლა მოსავლის აღების ჩათვლით სრულად მექანიზებულია და ეს განაპირობებს მისი საოპერაციო დანახარჯების ეკონომიურობას ტრადიციულ მეთოდთან შედარებით. ყველა ეს პროდუქტი რომელიც ჩვენ შემოგვაქვს არის ჩვენს რეგიონში სიახლე და ჩვენი რწმენით ძალიან საინტერესო უნდა იყოს პირველ რიგში კერძო სექტორისათვის და ასევე სახელმწიფოსა თუ სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

წყარო:commersant.ge