Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

2018 წლის თებერვალში ბაზარზე ქართული წარმოების სიმინდის ზეთი გამოჩნდება

2018 წლის თებერვალში ბაზარზე ქართული წარმოების  სიმინდის ზეთი გამოჩნდება. შპს „კოლხას“ და საპარტნიორო ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარმოებული ზეთი ბაზარზე „ქარვას“ სახელწოდებით გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ქარვა“ ქართული წარმოების ზეთის ბაზარზე გამოტანას ჯერ 2016 წლის შემოდგომიდან გეგმავდა,შემდეგ 2017 წლის ზამთრიდან, თუმცა ტექნიკური საკითხების გამო ახალი პროდუქტის გამოშვებამ დროში გადაიწია.

კომპანია „კოლხას“ დირექტორი გიორგი ბუკია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ქარხნის მშენებლობა, ჩამოტანილია მანქანა-დანადგარები. მისი თქმით, ამჟამად  მათი მონტაჟი მიმდინარეობს.

როგორც ბუკია აცხადებს, კომპანია სიმინდის ზეთის წარმოებას აპირებს როგორც ადგილობრივი ნედლეულით, ისე იმპორტირებულით. მისი განცხადებით, სიმინდის მიღება-ჩაბარებას კომპანია უახლოესი დღეებიდან დაიწყებს. ბუკიას ინფორმაციით, დღეს ადგილობრივი პროდუქცია ქარხნის წარმადობის მხოლოდ 30-40 პროცენტს დააკმაყოფილებს. დანარჩენის მიღებას კი რუსეთიდან ან უკრაინიდან გეგმავს.

ბუკიას განცხადებით, საწყის ეტაპზე კომპანია სიმინდის ზეთით ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს, სამომავლოდ, დაგეგმილია მისი ევროპის ბაზარზე გატანაც. სრული წარმადობის შემთხვევაში კომპანია დღეში 2 ტონა ზეთის წარმოებას გეგმავს. ზეთი ქარვა ბაზარზე ნახევარ და ერთ ლიტრიანი შეფუთვით (მინის  ან პლასტმასის ბოთლებში) გაიყიდება.

ღირებულება დაახლოებით 1.5-2 მილიონ აშშ დოლარია.

ქარხანა სამეგრელოში, კონკრეტულად ხობში მდებარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, რა იქნება სიმინდის ზეთის სარეალიზაციო ფასი.

წყარო:commersant.ge