Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

აზიურმა ფაროსანამ აფხაზეთში ციტრუსის მოსავალი შეამცირა

აზიურმა ფაროსანამ ოკუპირებულ აფხაზეთში ციტრუსის მოსავალი გაანახევრა. აფხაზეთის დეფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პირველი ნოემბრისთვის, ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით 35 ტონა მანდარინი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 200 ტონას შეადგენდა. ინფორმაციას გამოცემა “კომერსანტი” eadaily.com-ზე დაყრდნობით წერს.

სავარაუდოდ, წელს მანდარინის ექსპორტი აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით 15 000 ტონას მიაღწევს, მაშინ, როდესაც 2016 წელს ეს მაჩვენებელი 36 000 ტონა იყო.

“მანდარინის მოყვანა გახდა სარისკო საქმე გახდა – პრობლემები არ ილევა – ზოგჯერ სასაქონლო იერი, ზოგჯერ დაბალი ფასები, ზოგჯერ გაურკვევლობა „საზღვარზე“. თანაც აფხაზეთში დღემდე არ შექმნილა არაკონდიციური მანდარინის გადამუშავების სისტემა – შესაბამისად, ყოველწლიუდად ასობით ტონა პროდუქტი ლპება..

იმისთვის, რომ შეიქმნას გადამამუშავებელი ქარხნები, საჭიროა გაზი, რომელიც აფხაზეთში არ არის, ხოლო ნომინალიურად იაფი, სინამდვილეში ყველაზე ძვირი ელექტოენეგრია – ძალიან არასანდოა, ენერგეტიკის ავარიული მდგომარეობის გამო.

აფზაზეთი კარგავს თავის ფუნქციას როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმწოდებელი რუსეთში”, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში წელს ციტრუსის 55 ათასიდან 60 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

წყარო:imedinews.ge