28 მარტს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართა.
ღონისძიების მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ჯანსაღი პროდუქციის პოპულარიზაცია და ფერმერებისა და მომხმარებლების ერთმანეთთან დაკავშირება იყო.
გამოფენა-გაყიდვა სტუმრებს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ზაქარია ფალიაშვილის N29-ში, გალაში, მასპინძლობდა.
ღონისძიებაზე 30-მდე ფერმერმა და მეწარმემ დამთვალიერებელს მათ მიერ წარმოებული პროდუქციას წარუდგინეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სურსათის უვნებლობასა და ადგილობრივ სტანდარტს – ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გაცნობოდნენ გეოგაპით სერტიფიცირებულ ფერმერებს, დაეგემოვნებინათ და შეეძინათ მათ მიერ წარმოებული აგროსასურსათო პროდუქცია.
გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, აგრობაზრის მიმდინარეობისას მოეწყო კულინარიული მასტერკლასებიც, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო ინტერაქციულსა და საინტერესოს ხდიდა. სტუმრები სულგუნის ამოყვანის, ხაჭაპურისა და ფხალეულობის მომზადების პროცესში ჩაერთვნენ.
პროექტის შესახებ: საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართა პროექტის – „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში. მას ახორციელებს „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ (როგორც წამყვანი ორგანიზაცია), „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსა“ (CSRDG) და „ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით.


