Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ბიოველიუ BioValue

აგრო-სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვში ბიომრავალფეროვნების გაზრდის ხელშემწყობი, ფერმიდან სუფრამდე აგენტზე დაფუძნებული სიმულაციური ინსტრუმენტი 

10/2021 – 09/2025

პროექტი “BioValue” დაფინანსებულია ევროკავშირის „ჰორაიზონ 2020“-ის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 12 ქვეყანაში 17 პარტნიორი ორგანიზაციის, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მონაწილეობით ხორციელდება.

პროექტის მიზანია შეიმუშაოს დინამიური და კონკრეტულ შემთხვევებზე მორგებადი, აგრო-სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვის გასაანალიზებელი ციფრული ინსტრუმენტი. მკვლევარები მისი საშუალებით შეძლებენ  წარმოადგინონ, მოახდინონ მოდელირება, შეაფასონ, გამოიყვანონ სელექციის გზით, აწარმოონ და გაავრცელონ სპეციალურად შერჩეული გენეტიკურად მრავალფეროვანი, ფართოდ არაგამოყენებადი კულტურები და შეიმუშაონ გაყიდვადი, სერტიფიცირებული კულინარიული პროდუქტები.

პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ღირებულებათა ჯაჭვში არასაკმარისად გამოყენებული, გენეტიკურად მდიდარი კულტურების დამკვიდრება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების გაზრდას.