04/2023 – 04/2026
პროექტს ფერმერთა ასოციაცია სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსა (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს.
პროექტი მოიცავს რეგიონებს: გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი და კახეთი, ხოლო აქტივობები განხორციელდება მერძევეობისა და მეფუტკრეობის დარგში.
პროექტი დაფინანსებულია და ხორციელდება ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV).
პროექტის მიზანია:
- მერძევეობისა და მეფუტკრეობის მიწოდების ჯაჭვის მხარეების (ფერმერები, ძირითადი მწარმოებლები, სურსათის სხვა ბიზნესოპერატორები) პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ცოდნითა და გაძლიერებული შესაძლებლობებით აღჭურვა, რათა გაუმჯობესდეს მათი საქმიანობის შესაბამისობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ/ფიტოსანიტარულ ნორმებთან
- დაინტერესებული მხარეების (საჯარო, საცალო ვაჭრობის, ფერმერების/მწარმოებლების, ლაბორატორიების, მომხმარებლების) გაუმჯობესებული კომუნიკაცია და მონაწილეობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმის პროცესში
- მომხმარებლების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი მოთხოვნებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, ასევე მომხმარებლების უკეთ ინფორმირების ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ ყიდვის გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება და გაზარდონ მოთხოვნა ხარისხიან პროდუქციაზე