Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

თუშური გუდის ყველის ფესტივალი – 2025

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია თუშური გუდის ყველის ფესტივალი 2025-ის მხარდამჭერი იყო.

ფესტივალის მიზანი თუშური გუდის ყველის პოპულარიზაცია და პროდუქტის რეალიზაციაში ფერმერების მხარდაჭერაა.

ღონისძიებაზე პროდუქცია წარმოადგინეს პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერების (CAPCA)“ ბენეფიციარებმაც, რომლებიც ადგილობრივ სტანდარტს, გეოგაპს ფლობენ.

ფესტივალის სტუმრებმა ცხვრისა და ძროხის გუდის ყველი ადგილზე დააგემოვნეს და თუშური სამზარეულოს მასტერკლასებში ჩაერთვნენ.

ამ დღის კულმინაციური მომენტი საუკეთესო თუშური გუდის ყველის მწარმოებლების გამოვლენა იყო. საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ გამარჯვებულს სიმბოლური და პრაქტიკული საჩუქარი გადასცა