Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ურთიერთთანამშრომლობა სამხრეთ კორეულ კომპანიებთან – TP Agro Co.-სა და Korgreen Ventures-თან 

28 აპრილს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სამხრეთ კორეულ კომპანიებთან – TP Agro Co.-სა და მის შვილობილ კომპანიასთან Korgreen Ventures, რომლებიც თანამედროვე სათბურებისა და ჭკვიანი აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებით ოპერირებენ. 

თანამშრომლობა ითვალისწინებს ქართველი ფერმერებისთვის კორეული ტექნოლოგიების გაცნობასა და სამომავლოდ შესაბამისი ბიზნეს-კავშირების ჩამოყალიბებას. 

კორეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია სტუმრებს გააცნობს ქვეყანაში სათბურებთან დაკავშირებულ მდგომარეობას – ისინი ეწვევიან როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მდებარე სათბურებს.