Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

საერთაშორისო გამოფენა – „ჭკვიანი ფერმა – კორეა 2025“

21-23 მაისს სამხრეთ კორეაში საერთაშორისო გამოფენა „ჭკვიანი ფერმა – კორეა 2025“ (SMART FARM KOREA 2025) გაიმართა. აღნიშნული გამოფენა ეძღვნებოდა კორეაში ჭკვიანი სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების და ინოვაციების წარდგენას.

ორგანიზატორების მოწვევით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა სამომავლო თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, კორეის ჭკვიანი ფერმის ინდუსტრიის ასოციაციასა და საგამოფენო ცენტრს JM Company-ს შორის.

„სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობა მიწის ფრაგმენტაციითა და მცირემიწიანი ფერმერული მეურნეობებით ძალიან ჰგავს საქართველოს რეალობას. მიუხედავად მცირე მიწის ფართობებისა, კორეელი ფერმერები აღწევენ მაღალი პროდუქტიულობის დონეს ჭკვიანი ფერმის კონცეფციისა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების გამოყენებით. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ კორეელ პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართველ ფერმერებს — მათ საშუალება ექნებათ გააუმჯობესონ წარმოების ეფექტიანობა და შესაბამისად გაზარდონ შემოსავლები,“ — განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

გამოფენა დაფინანსებული და ორგანიზებული იყო კორეის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით და მასში 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა როგორც კორეიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან.