Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

საქართველოს სოფლის მეურნეობის ბიო პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის პრეზენტაცია

29 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის ბიო პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა.
„მხარდამჭერი ინიციატივის“ (FASSI) ფარგლებში 14 ბიზნესის მხარდამჭერი ასოციაცია, მათ შორის დარგობრივი ასოციაციები დაფინანსდა.საქართველოს სოფლის მეურნეობის ბიო პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციია ერთ-ერთი დაფინანსებული დარგობრივი ასოციაციაა.
პროექტის ბენეფიციარებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელი მცირე და საშუალო მეწარმეები, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები და ფერმერები წარმოადგენენ.

„სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა“ (FASSI) არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ხელმძღვანელობით. კონსორციუმის წევრები არიან: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ცენტრი (ISET-PI), ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) და ასოციაცია „ათინათი”(ATINATI).