გუნდი
რეგიონული ოფისები
ემსახურება ასოციაციის წევრ ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს – უწევს კონსულტაციას საჭიროებებსა და გამოწვევებზე, აწვდის საჭირო რესურსებს; აკავშირებს ფერმერებს, დარგების სპეციალისტებს და კომპანიებს; ახდენს ფერმერთათვის აქტუალური საკითხების იდენტიფიცირებას და დოკუმენტის სახით წარუდგენს ადმინისტრაციას; ატარებს შიდა და გარე კვლევებს (ასევე სერვისული მომსახურებით). მომსახურებას უწევს ასოციაციაში ფერმერთა გაწევრიანებას.
გუნდი
ეკატერინე ლომინაშვილი
ცენტრის ხელმძღვანელი
ეკატერინე ლომინაშვილი
ცენტრის ხელმძღვანელი 2012 წლიდან. პასუხისმგებელია ორგანიზაციაში შემომავალი და გამავალი ზარების მონიტორინგზე; ფერმერებისთვის საჭირო ღონისძიებების გაცნობასა და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებაზე; შეხვედრის ორგანიზებაზე; საინფორმაციო ბაზის განახლებასა და მის გამართულ მუშაობაზე.
მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწედ (2007-2012) დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მთარგმნელი-რეფერენტის სპეციალობით.
ანა ქობალია
ოპერატორი
ანა ქობალია
საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი 2018 წლიდან. მის პასუხისმგებლობაში შედის მონაცემების შეგროვება, სატელეფონო ზარებზე პასუხი, ფერმერთა საჭიროებების გადაწყვეტის გზების მოძიება და ფერმერებისთვის კონსულტაციების გაწევა.
მიღებული აქვს ბაკალავრის დიპლომი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.